გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი ამბობდა…
1921 წელს ერთი მუჭა გმირი იუნკერებით კოჯრის ფრონტს ამაგრებდა დიდი ქართველი მამულიშვილი და სამხედრო წოდებით გენერალი – ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (1871-1923 წლები).მან,სწორედ იმ დროს წარმოსთქვა სიტყვები,რომლებიც მეტყველია იმისა,თუ რა ხდებოდა იმ ავბედით პერიოდში საქართველოში:
“ქართველ ხალხს სასაყვედუროს ვერას ვეტყვით.მთელი ერი ერთსულოვნად გამოვიდა სამშობლოს დასაცავად.ძნელად თუ რომელიმე სხვა უფრო დაწინაურებული და მოწყობილი ერი ასეთ შეგნებულ პატრიოტიზმს და თავდადებას იჩენს ომის დროს.მშიერ-მწყურვალნი,უტანისამოსოდ იდგნენ თოვლიან სანგრებში ჩვენი ჯარისკაცები.მუდმივ ბრძოლაში ჩართულნი,დასვენებას მოკლებულნი.მიუხედავად ამისა,ჯარისკაცების სიმტკიცე სრულიად არ შერყეულა,სანამ მთელს საქართველოში არ გამეფდა ევაკუაციისა და გაქცევის ფსიქოზი.ეს საშინელი ფსიქოზი კი სათავედან დაიწყო”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, 1923 წლის 20 მაისს ჩეკას დადგენილებით იქნა დახვრეტილი “სამხედრო ცენტრის” სხვა დიდ 14 მამულიშვილთან ერთად.დახვრეტილთა შორის იყვნენ: გენერალი – კონსტანტინე აფხაზი,გენერალი – როსტომ მუსხელიშვილი,გენერალი- ვარდენ წულუკიძე,პოლკოვნიკი – ალექსანდრე მაჭავარიანი და სხვები.ღმერთმა ნათელში ამყოფოს სამშობლოსათვის წამებული გმირი ქართველი მებრძოლების სულები… (ავტორი გენია.ჯი)