სუკი-ს გამაოგნებელი ქმედება…
1985 წლის 30 სექტემბერს დასავლეთ აზიაში,ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქვეყანაში – ლიბანში,სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა პალესტინელ დევნილთა ბანაკის დამცველებსა და სირიის არმიას შორის,ლიბანელ შიიტთა “ჰეზბოლა”-ს დაჯგუფების წევრებმა მძევლად აიყვანეს ოთხი საბჭოთა კავშირის მოქალაქე (ეროვნებით რუსები).საქმეში უმალვე ჩაერთო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (სუკ).გარდა ამისა,აღნიშნული ფაქტით პირადად დაინტერესდა საბჭოთა გენსეკი მიხეილ გორბაჩოვიც,რომელსაც არაერთი საუბარი ჰქონდა სირიისა და ლიბანის უმაღლეს ხელისუფლებებთან. სუკ-ის მიერ დადგენილ იქნა გამტაცებელი ორგანიზაციის ვინაობა და მათთან კონტაქტზეც გავიდა.მძევლების განთავისუფლებისათვის, სუკ-ი,პირადად დაუკავშირდა “ჰეზბოლას” იმ დროინდელ ლიდერს – ჰუსეინ ფადლალს და მასთან მოლაპარაკებები აწარმოა. (ავტორი გენია.ჯი) თითქოს მძევლების განთავისუფლებას წინ არაფერი ეღობებოდა,თუმცა შედეგი მაინც არ ჩანდა.გარდა ამისა,სუკ-ი კონტაქტზე გავიდა იმ ადამიანთანაც,რომელიც თავად იღებდა მონაწილეობას საბჭოთა მოქალაქეების გატაცებაში.მას შემდეგ,რაც მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო, სუკ-ის მიერ განხორციელებულ იქნა გასაოცარი და გამაოგნებელი ფაქტი.კერძოდ,მათ დააკავეს და დაასაჭურისეს “ჰეზბოლას” ლიდერის – ჰუსეინ ფადლალის ერთ-ერთი უახლოესი ნათესავი მამაკაცი,რის შემდეგაც მისი მოკვეთილი სხეულის ნაწილები გაგზავნილ იქნა მასთან.გარდა ამისა,გამტაცებლებთან, სუკ-ის მიერ გაგზავნილ იქნა მათი ნათესავთა სიებიც და გაფრთხილებაც,რომ თუ ისინი მძევლებს არ გაანთავისუფლებდნენ,მათ ნათესავებსაც ისევე გაუსწორდებოდნენ,როგორც ტერორისტების ლიდერის ჰუსეინ ფადლალის ნათესავს გაუსწორდნენ. ზემოანიშნული “გაფრთხილებიდან” უმოკლეს ვადაში,ლიბანში განთავსებული საბჭოთა კავშირის საელჩოს ვიდეო მონიტორზე გამოჩნდა ოთხი წვერებიანი მამაკაცი,რომლებიც სწორედ ის მძევლები აღმოჩნდნენ,რომელთა განთავსიფლებასაც ასე საგულდაგულოდ ცდილობდა “ყოვლის შემძლე” საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (სუკ-ი).
P.S. მიუხედავად მძევლების განთავისუფლებისა,”ჰეზბოლა” ოფიციალურად მაინც უარყოფდა მათ გატაცებას,თუმცა ამის არავის სჯეროდა. (ავტორი გენია.ჯი)