არისტოტელე

არისტოტელე - დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 384 წელს სტაგირში,ათონის მთის სიახლოვეს (უძველესი ქალაქი მაკედონიაში.ძველბერძნული კოლონია ქალკიდეაში),სწორედ ამიტომ მას მოიხსენიებდნენ – სტაგირის სახელითაც.იგი წარმოადგენდა ძველი საბერძნეთის ერთ-ერთ უდიდეს ფილოსოფოსს და მეცნიერ-ენციკლოპედისტს.არისტოტელე გახლდათ პლატონის მოსწავლე (რომელთანაც შემდგომ ძალიან დაეძაბა ურთიერთობა) და ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი (ძვ.წ.აღ-ით 343 წლიდან).მის სახელთან არის დაკავშირებული ძვ.წ 335 წელს ათენში “ლიცეუმის” დაარსება,რომელსაც იმ პერიოდში – “ლიკეიონად” მოიხსენიებდნენ,დღესდღეობით კი “პერიპატეტიკური სკოლის” სახელით ვიცნობთ.მამამის სახელად ნიკომაქსე ერქვა და მაკედონიის მეფის – ამინტა III-ის,სასახლის კარზე მუშაობდა.აღსანიშნავია,რომ არისტოტელეს ოჯახს “სამედიცინო ხელოვნება” წინაპართაგან მოსდევდა და თაობიდან თაობებს გადაეცემოდა. (ავტორი გენია.ჯი) პირველი დამრიგებელი მისი სწორედ მამამისი იყო.ბავშვობაშივე მამამისის წყალობით გაიცნო  ფილიპე (მაკედონელის მამა),რამაც შემდგომში მის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია.მისი ბავშვობის წლები მაკედონიის აყვავების ხანას დაემთხვა.მან მიიღო სრულყოფილი ბერძნული განათლება და ამასთანავე ერთგულებით გამოირჩეოდა მაკედონიის სამეფო ტახტის მიმართ.ძვ.წ.აღ-ით 369 წელს იგი მშობლებისაგან მიდის და მასზე მეურვეობას იღებს პროკსენი,რომლის გარდაცვალების შემდეგაც მის შვილს საკუთარ “შვილობილად” იყვანს. (ავტორი გენია.ჯი) მას მამისაგან საკმაოდ კარგი მემკვიდრეობა ერგო,რამაც სასუალება მისცა უფრო გაეღრმავებინა ცოდნა.პროკსენის სიცოცხლეში,მაშინ როდესაც წიგნები იშვიათობას წარმოადგენდა,იგი არისტოტელესათვის,მათ შესაძენად თანხებს არ იშურებდა.მან ამ პერიოდში კარგად შეისწავლა სხვადასხვა მეცნიერებები,მათ შორის მცენარეებისა და ცხოველების შესახებ.ძვ.წ.აღ-ით 347 წელს ქორწინდება პიფიადეზე,რომელიც (ტირან) ჰერმიასის ქალიშვილი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მისი ტახტიდან ჩამოგდებისა და დასჯის შემდეგ იძულებული ხდება მიტილინიდან,ოჯახთან ერთად წავიდეს.მათ თანაცხოვრებაში შეეძინატ ერთადერთი ქალიშვილი – პიფიადა.როგორც ისტორიულად ცნობილია,ფილიპე II-მ,ძვ.წ.აღ-ით 335 წლიდან არისტოტელეს საკუთარი ვაჟის ალექსანდრეს აღზრდა-განათლება დაავალა და არც შემცდარა.მან ალექსანდრეს განათლების მიღებაზე და მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე უდიდესი როლი ითამაშა,რის გამოც იგი მაკედონელს განსაკუთრებით უყვარდა,რასაც არასოდეს მალავდა კიდეც.არისტოტელეს უდიდესი პატივის დამადასტურებლად მაკედონელი,მაშინ როდესაც “აზიას აზანზარებდა”,არასოდეს ივიწყებდა მას და უამრავ საჩუქრებს უგზავნიდა,მათ შორის მცენარეებსაც კი.ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ არისტოტელე გაეცალა ანტიმაკედონურ მოძრაობას და გადასახლდა ვებეაზე ქალაქ ქალკიდეაში,სადაც ძვ.წ.აღ-ით 332 წელს გარდაიცვალა კიდეც.არისტოტელეს ნაშრომთა სრული კრებული ბერძნულად გამოსცა ალდუს მანუციუსმა ვენეციაში 1491-1498 წლებში.უახლესია ბეკერის გამოცემა 1831-1870 წლების.არისტოტელეს ნაშრომთა ციტირება მიღებულია ამ გამოცემის მიხედვით.იგი გახლდათ ფორმალური ლოგიკის შემქმნელი. (ავტორი გენია.ჯი) რაში მდგომარეობს არისტოტელეს ფილოსოფია ? არისტოტელე მთელს ცოდნას ყოფდა სამ ნაწილად: თეორიულად (ფიზიკა და მეტაფიზიკა ),პრაქტიკულად ( ეთიკა და პოლიტიკა ) და პოეთიკურად (ხელობები).ძირითად სიკეთედ მისი აზრით ითვლებოდა: ორ უკიდურესობას შორის ზომიერების მიღწევა (დაცვა).არისტოტელემ მსოფლიო ფილოსოფიასა და მეცნიერებაში უდიდესი როლი ითამაშა და მისი პერსონით დაინტერესება,ყველა თაობის ადამიანისათვის ერთგვარ აუცილებლობადაც კია მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)