“Playtex” – კონკურსის უცნაური გამარჯვებული…

1957-1975 წლებში,როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის მეტად დაძაბული “კოსკოსური რბოლა” იყო გაჩაღებული.სწორედ აღნიშნულ პერიოდში განხორციელდა ადამიანის კოსმოსში პირველი გაფრენა,მთვარეზე ადამიანის პირველი ფეხის დადგმა,ხელოვნური თანამგზავრების გაშვება და სხვა რიგი კოსმოსური ღონისძიებები.შესაბამისად,არც ერთი ქვეყანა არ ზოგავდა არაფერს (მათ შორის არც ფინანსურ სახსრებს),რომ როგორმე ერთიმეორეზე წარმატებით განეხორციელებინათ კოსმოსის “ათვისება”.ზემოაღნიშნული პერიოდის ერთ-ერთ ეტაპზე,ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ NACA-მ,ქვეყანაში გამოაცხადა კონკურსი ფუნქციონალური და უსაფრთხო კოსმოსური სკაფანდრის შექმნაზე.კონკურში მონაწილეობა მიიღო მრავალმა წამყვანმა ამერიკულმა სამხედრო-სამეცნიერო კომპანიამ,მაგრამ გამარჯვება მოიპოვა ფირმა – “Playtex”-მა.გასაკვირი ამაში ალბათ არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება: ფირმა - ”Playtex”-ს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია გახლდათ “ბიუსტჰალტერებისა”. (ავტორი გენია.ჯი)

ბიუსტჰალტერების მწარმოებელი ამერიკული ფირმის ”Playtex”-ის ლოგო