ერესი

ერესი – ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და უპირატესობის მინიჭებას,არჩევანს,მიმართულებას,მიდრეკილებას,სწავლებას და სექტას აღნიშნავს.იგი წარმოადგენს რელიგიურ მოძღვრებას,რომელიც შეგნებულად ეწინააღმდეგება გაბატონებული რელიგიის მიერ დაწესებულ დოგმატებს. (ავტორი გენია.ჯი) ერესი,უწინარეს ყოვლისა გახლავთ შეცდომა რწმენასთან დაკავშირებულ საკითხში,რომელიც მოძიებულია ვიღაცის თვალსაზრისში ან სწავლებაში და გამოვლინებულია ეკლესიის წიაღში.სწორედ ამიტომ არის,რომ დოგმატური თეოლოგია ერესს ეკლესიის ავტორიტეტის მიერ დამკვიდრებული გამოცხადებული ჭეშმარიტებისადმი დაპირისპირებად მიიჩნევს.სიტყვა “ერესი” – თავისი მიუკერძოებელი მნიშვნელობით სწავლებას აღნიშნავს და ის არის ისეთი სწავლება,რომელიც ქრისტიანულ საფუძვლებს ეწინააღმდეგება.თავდაპირველად ტერმინი აღნიშნავდა უპირატესობას („არჩევანი“),რომელიც ამა თუ იმ რელიგიურ თუ პოლიტიკურ დოქტრინას ენიჭებოდა.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,ერთ-ერთ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე იგი განხილულ და შეფასებულ იქნა,როგორც უარყოფითი დოქტრინა.ახალ აღთქმაში სიტყვა ცხრაჯერ გვხვდება,გასაკიცხი სექტის ან მოძღვრების მნიშვნელობით.სამოციქულო მამებმა,აპოლოგეტებმა და, უმთავრესად კი,დიდმა რომაელმა ღვთისმეტყველმა და მწერალმა ტერტულიანემ (160-225 წლები) უფრო დააზუსტეს ტერმინის მნიშვნელობა და განმარტეს ერესი როგორც რწმენის ჭეშმარიტებებთან დაკავშირებით საკუთარი, – ეკლესიის სწავლებასთან დაპირისპირებული, – ინტერპრეტაციის დამკვიდრება.ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში,მას შემდეგ,რაც ახალი რელიგიის დევნა შეწყდა,დაიწყო თეოლოგიური დისკუსიები ძირითადი დოგმების განმარტების შესახებ,როგორებიცაა,მაგალითად, ღმერთის სამერთიანობა და ქრისტეს ბუნება.არიოსი მიიჩნევდა,რომ ქრისტე მხოლოდ მამა ღმერთის მსგავსი იყო და არა მისი ღვთაებრივი ბუნების თანასწორი.ამ მოსაზრების წინააღმდეგ გამოვიდა ნიკეის საეკლესიო კრება (325 წელი),რომელმაც ქრისტეს ღვთაებრიობა და მამა ღმერთთან მისი თანაარსობა გამოაცხადა.მოგვიანებით ნესტორი ქრისტეში ორ პირს აღიარებდა: ღვთაებრივსა და ადამიანურს.მას დაუპირისპირდა ეფესოში გამართული საეკლესიო კრება (431 წელი),რომელმაც ქრისტეში ღვთაებრივი პირის ერთადერთობა გამოაცხადა. (ავტორი გეენია.ჯი) ნესტორის საპირისპიროდ,ევთიკე ქრისტეში ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებებს განასხვავებდა.მისი მოსაზრება უარყო 454 წელს ქალკედონიაში გამართულმა საეკლესიო კრებამ,რომელმაც დაგმო მონოფიზიტური სწავლება და გამოაცხადა,რომ ქრისტეში ერთი პირი და ორი – ღვთაებრივი და ადამიანური – ბუნებაა გაერთიანებული.ეს თეოლოგიური კამათი იყო,მაგრამ ის გავლენას ახდენდა ფილოსოფიაზე,ფილოსოფიის ძირეულ ცნებათა ჩამოყალიბებაზე,როგორებიცაა: სუბსტანცია,ბუნება,არსი,დამოკიდებულება,პირი და ასე შემდეგ.ეს კი ადასტურებს ქრისტიანობის უეჭველ ისტორიულ მნიშვნელობას ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაში.

ცალკეული ფილოსოფოსები სხვა კატეგორიით სარგებლობენ.მაგალითად,ვლადიმერ სოლოვიოვისათვის ერეტიკულია ყველა ის სწავლება,რომელსაც არ სწამს,რომ იესო ქრისტეში სრული ღმერთი და სრული ადამიანი “განუყოფლად და განუყრელად” არის შეერთებული,ანუ სწავლება,რომელიც თავის თავში ვერ იტევს ქალკედონურ დოგმატს.მამა სერგეი ბულგაკოვი ერესს უწოდებს ყოველგვარ ცალმხრივ აზრს,რომელსაც ბადებს სურვილი,ერთი პრინციპიდან გამომდინარე სამყაროს შემოქმედის მრავალხატოვნება რაციონალურად განმარტოს: “ქრისტიანული ღვთისმეტყველების ისტორიის მიხედვით,ერესის ფილოსოფიური მახასიათებლები სწორედ იმაში მდგომარეობს,რომ ის რთულ,მრავალმოტივურ და აზროვნებისათვის ანტინომიურ სწავლებას ამარტივებს,რაციონალურს,გონებისათვის ადვილად მისაწვდომს ხდის და შესაბამისად ამახინჯებს”.დოგმატთან მიმართებაში ყველა ძირითადი ერესი სწორედ ამგვარ რაციონალიზმს გულისხმობს.რაციონალიზმს,აზროვნების ბოროტად გამოყენებად თუ განვიხილავთ,დავინახავთ,რომ მის საწყისს,აზროვნებაში დამკვიდრებული ამპარტავნება წარმოადგენს.აქ ვგულისხმობ არა ცალკეულ ფილოსოფოს-ერესიოლოგების პიროვნული ამპარტავნებას,არამედ რეალური თვალსაზრისით – ცალკეული პიროვნების მიერ რაციონალიზმის ბუნების,საზღვრებისა და ობიექტური მდგომარეობის არცოდნას”.

X საუკუნეში მოღვაწე წმინდა სვიმონ ღვთისმეტყველმა,ერეტიკოსები იმ ადამიანებს უწოდა,რომლებიც ამბობენ,თითქოს ჩვენს დროში და ჩვენს შორის არავინაა ისეთი,ვისაც საკუთარ თავში სახარებისეული აღთქმები შეუძლია დაიმარხოს და წმინდა მამებს მიემსგავსოს… ისინი,ვინც ამბობენ,რომ ეს შეუძლებელია,ერთი რომელიმეთი კი არა,ყველა ერესით ერთდროულად არიან შეპყრობილები,რადგან ერესი თავისი უწმინდურობითა და მკრეხელობით ყველა დანარჩენს ბევრად აღემატება.შესაბამისად – ერესი წარმოადგენს ჭეშმარიტებიდან გადახვევას,განდგომას,ცდომილებასა და ის,მთლიანად უარყოფს “წმინდა წერილს”. (ავტორი გენია.ჯი)