არანდას ხალხი
არანდას ხალხი - წარმოადგენს პროტოეთნიკური ხალხის ჯგუფს ავსტრალიელი აბორიგენებისა,რომლებიც დღემდე ცხოვრობენ ქალაქ ალის-სპრინგსის რაიონში (ცენტრალური ავსტრალიის ტერიტორიაზე).თანამედროვე ავსტრალიაში “არანდას ხალხი” რიცხობრივად ერთ-ერთ უმცირეს აბორიგენ ხალხადაა მიჩნეული და სულ მათი რაოდენობა 2000 ადამიანს შეადგენს.ისინი ძირითადად საუბრობენ არანდული ჯგუფის ენაზე,რომელიც თავის მხრივ პამა-ნიუნგანის ოჯახის ენათა ჯგუფს წარმოადგენს.მათ უმთავრეს ტრადიციულ საქმიანობას ნადირობა წარმოადგენს.სოციალურ-პოლიტიკური ფორმით “არანდას ხალხი” ლოკალურ ჯგუფებად ცხოვრობდნენ,რომელტათვისაც დამახასიეთებელი იყო ტრადიციული საკულტო რელიგიები. (ავტორი გენია.ჯი) ამ მხივ მათ ტოტემისტურ ჯგუფებს აკუთვნებენ (ტოტემიზმი).ის ეთნოგრაფები,რომელთაც “არანდას ხალხში” იცხოვრეს,თავიანთი ავტონომიის დაკარგვამდე,აფიქსირებდნენ,რომ მათში გენდერული თანასწორობა დაცული არ იყო.შესაბამისად “არანდას ხალხში” მამაკაცი წარმოადგენდა უმთავრეს წამყვან პირს,როგორც ოჯახში,ასევე საჯაროდაც,რისი უფლებაც ამ ხალხის ქალებს არ გააჩნდათ.გარდა ამისა დომინირებდნენ ასაკოვანი,ხანში შესული არანდას ხალხის უხუცესები.”არანდას ხალხის” წიაღიდან არის გამოსული საკმაოდ ცნობილი ადამიანებიც,მაგალიტად ისეთები,როგორებიცაა გამოჩენილი ავსტრალიელი მხატვარი – ალბერტ (ელეა) ნამატირა (1902-1959 წლები) და ცნობილი ავსტრალიელი კინომსახიობი – სტივ დოდი. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ დღესდღეობით “არანდას ხალხი” აქტიურად არის ჩართული ავსტრალიელ აბორიგენთა უფლებების დაცვაში.
ალბერტ (ელეა) ნამატირა