სპარსული არმიის გასაოცარი “ფსიქოლოგიური შეტევა”

ძვ.წ.აღ-ით 525 წელს უძველესი სპარსეთის,აქემენდიტთა დინასტიის მეფის კამბისე II-ის არმია ეგვიპტესთან ომში ჩაერთო.ომის მიმდინარეობისას,სპარსული არმიის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს ქალაქი-ციხესიმაგრის – პელუზიის აღება წარმოადგენდა.აღნიშნულ ქალაქს – “ეგვიპტის კარიბჭედ” მოიხსენიებდნენ,რაც ალბათ ყველაფრის მეტყველია,რადგან მისი აღებით სპარსებს გზა ეხსნებოდათ ფარაონების ქვეყნის სიღრმებისაკენ. (ავტორი გენია.ჯი) სპარსთა პირველი შეტევა,კარგად დაცულმა და გამაგრებულმა ეგვიპტურმა ქალაქმა წარმატებით მოიგერია.გონიერებით განთქმული კამბისე II მიხვდა,რომ პირდაპირი შეტევით “ეგვიპტის კარიბჭედ” წოდებული ქალაქის აღება წარმოუდგენელ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და დიდ მსხვერპლსაც მოითხოვდა.ამიტომ,მას რჩებოდა ერთადერთი გამოსავალი: რასაც ძალით ვერ ჩაიგდებდა ხელში,ეშმაკობით მოეპოვებინა. და სპარსებმა მოიფიქრეს კიდეც ისეთი გამაოგნებელი და ეშმაკური ხერხი შტურმისა,რაც მანამდე ისტორიაში არც ერთ არმიას არ ჰქონდა განხორციელებული.

მაკედონიური წარმომავლობის მქონე დიდი ძველბერძენი მწერალი – პოლიენე,თავის წიგნში “სამხედრო ეშმაკობა”,დეტალურად აღწერდა კამბისე II-ეს არმიის მიერ განხორციელებულ მანამდე გაუგონარ სამხედრო ეშმაკობას ეგვიპტური ქალაქის ასაღებად:

მეორე შტურმის დაწყებისთანავე,ქალაქის დამცველების გაოგნება გამოიწვია იმ ფაქტმა,რომ სპარსულ ჯარს წინ მოუძღოდა,არც მეტი და არც ნაკლები – კატებისაგან და ძაღლებისაგან შემდგარი მთელი “არმია”.როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ძველი ეგვიპტელებისათვის ძაღლები და (განსაკუთრებით) კატები “წმინდა ცხოველებს” წარმოადგენდნენ და მათი მოკვდინება,თავიანთი ღმერთების წინააღმდეგ გამოსვლას ნიშნავდა.შესაბამისად,”წმინდა ცხოველების” ბრძოლის ველზე ხილვა,პელუზიის დამცველებისათვის უდიდესი “ფსიქოლოგიური შეტევის” საწინდრად იქცა,რადგან ვერც ერთმა ეგვიპტელმა მებრძოლმა ვერ გაბედა “წმინდა ცხოველებით” დახუნძლული სპარსული არმიისათვის წინააღმდეგობის გაწევა.აღნიშნულმა მოვლენამ კი,ქალაქ-ციხესიმაგრის სწრაფად და უბრძოლველად დაცემა გამოიწვია.სპარსული არმია,მეორე შტურმით,დიდი ძალისხმევის გარეშე,ტრიუმფით შევიდა – პელუზიაში… (ავტორი გენია.ჯი)