ერვინ იოგელ იოჰანეს რომელი ამბობდა…

1. “მკვდარი ჰიტლერი უფრო საშიშია,ვიდრე – ცოცხალი”.

2. “გერმანული ვერმახტი – ახალი იდეოლოგიის მახვილია”.

3. “დავღვაროთ ოფლი და არა სისხლი”.

4. “არასოდეს მიიღოთ მონაწილეობა ბრძოლაში,თუკი გამარჯვების შემთხვევაში ვერაფერს მიიღებთ”. (ავტორი გენია.ჯი)

5. “ოფლი ეკონომიას უწევს სისხლს,სისხლი ინარჩუნებს სიცოცხლეს,ტვინი კი ინარჩუნებს ერთსაც და მეორესაც”.

6. “არასოდეს დაივიწყოთ მეგობრები,თორემ მტრებთან დარჩენა მარტო მოგიწევთ”.

7. “ჰიტლერი მენდობოდა მე და ეს ჩემთვის სრულიად საკმარისი იყო”.

8. “მე არ მიმიძღვის არანაირი ბრალი,მე არ ვყოფილვარ გარეული არცერთ დანაშაულში.მე მხოლოდ ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში”.

9.”ფიურერმა ზუსტად იცის,თუ რა არის ჩვენთვის უმჯობესი”.

10. “იყო სამაგალითო შენი ქვეშევრდომებისათვის – აუცილებელი მოვალეობაა”. (ავტორი გენია.ჯი)

P.S. ერვინ იოგელ იოჰანეს რომელი (1891-1944 წლები) – წარმოადგენდა ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალსა და ჩრდილოეთ აფრიკაში გერმანიის არმიის მთავარსარდალს,რომელსაც ბრიტანელებმა – “უდაბნოს მელა” უწოდეს. 1944 წლის 20 ივლისს,ადოლფ ჰიტლერზე განხორციელდა თავდასხმა,რაშიც,სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად მასაც დასდეს ბრალი (თუმცა რომელს შეთქმულებაში მონაწილეობა არ მიუღია).ფაშისტ გენერალ-ფელდმარშალს ორი არჩევანი ჰქონდა: ან სამხედრო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარმდგარიყო,ან სიცოცხლე სუიციდით უნდა დაესრულებინა. 1944 წლის 14 ოქტომბერს - ერვინ იოგელ იოჰანეს რომელმა “ციანიდის კალიუმის” გამოყენებით თავი მოიკლა. (ავტორი გენია.ჯი)