რუდოლფ ლუდვიგ კარლ ვირხოვი – “ეპიზოდი”
გენიალური გერმანელი მეცნიერი,ექიმი,პოლიტიკური მოღვაწე და მედიცინასა და ბიოლოგიაში “უჯრედული თეორიის” ფუძემდებელი – რუდოლფ ლუდვიგ კარლ ვირხოვი (1821-1902 წლები),ძალიან უკმაყოფილო გახლდათ,გერმანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რაიხსკანცლერის – ოტო ფონ ბისმარკის პოლიტიკითა და ზოგადად,მოღვაწეობით.იგი,ქვეყანაში განხორციელებულ ნებისმიერ უარყოფით მოვლენას,სწორედ “რკინის კანცლერს” მიაწერდა და არც მის საჯარო კრიტიკას ერიდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ერთობ უკმაყოფილო გახლდათ იმითაც,რომ მაშინ როდესაც გერმანიის უბრალო მოქალაქეებს ეკონომიკურად ძალიან უჭირდათ,ქვეყანა საკუთარ თავს უფლებას აძლევდა საკმაოდ დიდი სამხედრო ბიუჯეტი ჰქონოდა.
მას შემდეგ,რაც ვირხოვმა იმ პერიოდის პრუსიაში გავრცელებული ტიფის ეპიდემიის გამომწვევი მიზეზები გამოიკვლია,დაასკვნა,რომ ყოველივეში დამნაშავე არა ვინმე და რაიმე სხვა,არამედ თავად გერმანიის რაიხსკანცლერი – ოტო ფონ ბისმარკი იყო.რუდოლფმა აღნიშნული თეზისი კი შემდეგი არგუმენტებით ახსნა: “ადამიანების გადატვირთული სამუაო გრაფიკი და გადაღლა გამოწვეულია – სიღატაკით,თავის მხრივ სიღატაკე გამოიწვეულია განათლების ნაკლებობითა და და უვიცობით,ცუდი განათლება გამოწვეულია – დაუფინანსებლობითა და დემოკრატიის არ არსებობით,რაც საბოლოო ჯამში პრუსიელ ხალხში ტიფის გამოწვევის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია”.
ვირხოვის თეზისი,მალევე გახდა ცნობილი ბისმარკისათვის და მას,იმის ნაცვლად,რომ იგი უაერყო,დიდი გერმანელი მეცნიერი დუელში გამოიწვია (როგორც ისტორიულად არის დადასტურებული,ბისმარკს არაერთ დუელში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და პროფესიონალი დუელიანტიც იყო).დუელი მართლაც შედგა,თუმცა ვირხოვი ამ მოვლენისათვის მეტად არასტანდარტულად მოემზადა: მან იარაღის ნაცვლად,ორი ცალი ძეხვი წაიღო.მათ შორის ერთი ძეხვი მოწამლული იყო.თუ რომელი იყო მოწამლული,თავადაც არ იცოდა.მას შემდეგ,რაც ბისმარკის წინაშე აღმოჩნდა,შესთავაზა,რომ იმ ორი ძეხვიდან,რომელიც მას თან ჰქონდა ერთ-ერთი თავად აერჩია და ეჭამა,ხოლო მეორეს თავად მიირთმევდა.შესაბამისად,რომელ მათგანსაც გაუმართლებდა და უვნებელ ძეხვს აირჩევდა,გამარჯვებულიც თავისთავად ის იქნებოდა.ბისმარკი ვირხოვის დუელის პირობებმა გააოცა და უცნაურ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა.დუელი ორ უდიდეს გერმანელს შორის გაუქმებულ იქნა… (ავტორი გენია.ჯი)