ფრანსისკო გოია – “გოიას კურნავს ექიმი არიეტა”
“გოიას კურნავს ექიმი არიეტა” - ინგლისურ ენაზე “Self-portait with Dr arrieta”,წარმოადგენს გენიალური ესპანელი ფერმწერის,გრავიორისა და გრაფიკოსის - ფრანსისკო ხოსე გოია ი ლუსიენტეს (1745-1828 წლები),იგივე ფრანსისკო გოიას მიერ 1820 წელს,ტილოზე ზეთის საღებავით დახატულ სურათს.ნახატის სიმაღლე 117 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 79 სანტიმეტრი.ტილოზე გამოსახულია თავად ავადმყოფი გოია და მისი მკურნალი ექიმი.1819 წლის დასასრულს დიდი მხატვარი ძალიან ავადმყოფობდა,თუმცა თუ რა დაავადებით იყო დასნეულებული და რა მეთოდით მკურნალობდნენ მას,ცნობები ამის შესახებ არ შემორჩენილა.როგორც კი მხატვარი გამოჯანმრთელდა,მან მაშინვე შექმნა ტილო,სადაც გამოსახულია თავად და მისი მეგობარი,მკურნალი ექიმი ევგენი არიეტა.ტილოს ქვედა ნაწილზე კი მეგობრის მიმართ დააწერა:
“გოია მადლობელია მისი მეგობრის არიატესი,წარმატებული მკურნალობისთვის და დიდი ზრუნვისათვის,სასტიკი და სახიფათო ავადმყოფობის წინააღმდეგ 1819 წლის მიწურულს 73 წლის ასაკში”.
სურათზე გამოსახული პერსონაჟები ერთგავარდ სიმბოლიზირდება მეგობრულ და მზრუნველ გრძნობებზე.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მხატვრის შემოქმედებითვის 1819-1823 წლებში,საკმაოდ მიღებული ფორმა იყო ასეთი სტილის “დარვრემილი,მოღუშული,შავ-ბნელი ფონის მქონე სურათების შექმნა,რის გამოც გოიას შემოქმედების ამ ეტაპის ტილოებს “შავ სურათებად” მოიხსენიებენ.ტილო დახატვის შემდეგ ფრანსისკო გოიამ თავის მკურნალ ექიმსა და მეგობარს – ევგენი არიეტას უსახსოვრა.თუმცა უცნობია თუ რამდენი ხანი ინახებოდა იგი ექიმთან. (ავტორი გენია.ჯი) 1820 წელს არიეტა გაემგზავრა აფრიკის კონტინენტზე და როგორც ცნობილია სურათი ესპანეთში დატოვა.1860 წელს იგი წარმოდგენილ იქნა მადრიდის გალერეაში,რის შემდეგაც მარტინესის კერძო კოლექციაში დაიდო ბინა. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით,სვხადასხვა წლებში ნახატი პარიზის სხვადასხვა კოლექციებში ხვდებოდა,მანამ,სამან ის არ შეიძინა ამერიკის ქალაქ მინეაპოლისის ხელოვნების ინსტიტიტმა,სადაც დღემდეა დაცული.