დუაიტ დევიდ ეიზენჰაუერი – “ეპიზოდი”

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 34-ე პრეზიდენტი – დუაიტ დევიდ ეიზენჰაუერი (1890-1969 წლები),ჯერ კიდევ 24 წლის იყო,როდესაც ამერიკული არმიის კაპიტნის წოდებას ატარებდა.სწორედ იმ პერიოდში დაქორწინდა იგი,შესანიშნავ ამერიკელ გოგონაზე – მეიმი ჟენევა დაუდზე.აღნიშნულ დროს,ამერიკულ არმიაში არც თუ ისე მაღალი ხელფასები იყო,რაც ისედაც ახლად დაოჯახებულ ღარიბ კაპიტანს,კიდევ უფრო რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში აგდებდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა,რომ მას სამხედრო სამსახურისათვის თავის დანებება და სამუშაოდ სხვაგან,უფრო სარფიან ადგილას გადასვლა ეწადა.თავისი განზრახვა,დუაიტმა თავისსავე მეთაურსა და ცნობილ ამერიკელ გენერალ სკოტს გაანდო და ჰკითხა,ჰქონდა თუ არა რაიმე პერსპექტივა მის არმიაში სამსახურს.მათ,ლამპის შუქზე მთელი ღამის განმავლობაში იმსჯელეს და საბოლოოდ სკოტმა შემდეგი დასკვნა გამოიტანა მსოფლიოში განვითარებულ სიტუაციებზე: “ისე ვითარდება მოვლენები,რომ დაახლოებით 12 წელიწადში მეორე მსოფლიო ომი დაიწყება.ამ დროს კი სამხედრო გამოცდილება ნებისმიერი ადამიანისათვის ერთ-ერთი უდიდესი კაპიტალი იქნება”. დუაიტმა,გენერალი სკოტის რჩევა ყურად იღო,სამხედრო სამსახური გააგრძელა და არც შემცდარა. 1939 წელს ეიზენჰაუერი ერთადერთი პოლკოვნიკი იყო ამერიკული არმიისა,რომელსაც უდიდესი გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი ჯავშანსატანკო ნაწილების მართვისა.მალევე,კი მას ოთხი ვარსკვლავი,ანუ გენერლის წოდება მიანიჭეს, 1953 წელს კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩიეს… (ავტორი გენია.ჯი)