მარინა ყიფიანი-მაისურაძე – “ამბობენ,გამიგონია”

ამბობენ,გამიგონია:

“სადაც არა სჯობს,გაცლა სჯობს”,

სადაც ბოროტი სახენი

შურის თვალებით გდარაჯობს.

***

სადაც სამართლის წინაშე

ვიღაცა მასკით თამაშობს,

ვიღაცა სხვისი სახელით

გაუჩერებლივ კამათობს.

***

სადაც სინდისის დაკარგვა

თვით ღირსებასთან ფალავნობს,

ცხოვრების მძიმე წუთებში

შენივე მოდგმა გღალატობს.

***

სადაც ფული და სიმდიდრე

ღარიბის გვერდით ნავარდობს,

სადაც არ იცი,ტკივილი

ვის უფრო მეტად გაანდო.

***

“სადაც არა სჯობს,გაცლა სჯობს”,

ვიდრე გულს ტყვია გააპობს,

ვისაც ეხებათ ეს ლექსი,

მკურნალ მალამოდ აამოთ.