ელისაბედ I ტიუდორის შესახებ…
როგორც თანამედროვე ბრიტანელი ისტორიკოსები ირწმუნებიან,დიდ ბრიტანეთს,”რკინის ლედად” წოდებულ – მარგარეტ ჰილდა ტეტჩერამდე,რამდენიმე ასეული წლით ადრე ჰყავდა პირველი “რკინის ლედი” და მას – ელისაბედ I ტიუდორი (1533-1603 წლები),იგივე “ქალწული დედოფალი” ერქვა. 1570-იან წლებში,ინგლისსა და ესპანეთს შორის საზღვაო ომი დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდის მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ფლოტის – “ესპანური არმადის” წინააღმდეგ ბრძოლა რომ ინგლისელთათვის უდიდესი გამოწვევა იყო ფაქტია.სანამ “ესპანური არმადა” იმ ადგილს მიაღწევდა,სადაც ინგლისელების ფლოტი იდგა,მეომართა წინაშე სიტყვით გამოვიდა ელისაბედი და ისტორიული სიტყვით მიმართა მათ:
“ვიცი,რომ მეტად სუსტ და ნაზ არსებად გამოვიყურები,თუმცა სული და გული ნამდვილი მეფის მაქვს,ინგლისის მეფის.ჩემი საზღვაო სამეფოს დაცვისათვის,ვფიცავ ღირსებას,ხელში იარაღს ავიღებ და თქვენი მთავარსარდალი გავხდები”.
ამის შემდგომ თითოეულ ინგლისელ ჯარისკაცს ვალების დაფარვა და სხვა პრივილეგიებიც აღუთქვა.თუმცა,ინგლისელთა საბედნიეროდ,”ესპანური არმადა” საშინელ შტორმში მოყვა და უბრძოლველად უკან,სამშობლოში გაბრუნდა,რაც მისი მარცხის აღმნიშვნელი მოვლენა გახლდათ.ამ ფაქტმა კი ხალხში ხმის გავრცელება გამოიწვია,რომ დედოფალ ელისაბედს,თავად ღმერთი უჭერს მხარსო.სწორედ აღნიშნული მოვლენის გამო წარმოთქვა გენიალურმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა და ისტორიკოსმა – ფრენსის ბეკონმა სიტყვები: “ღმერთიც ინგლისელია!”
ამინდმა,ელისაბედსა და მის ფლოტს უდიდესი სამსახური გაუწია და ისე “მოაგებინა” ომი,რომ არც კი გააბრძოლინა.მალევე,გავრცელდა ინგლისელ ხალხში ერთობ ირონიული ლოზუნგი “ესპანური არმადის” შესახებ: “მოვედი,ვნახე,გავიქეცი”,რაც იულიუს კეისრის “მოვედი,ვნახე,გავიმარჯვეს” სრული ანტიპოდი იყო.
ელისაბედის მმართველობისას,ერთ დროს დაუძლურებული ინგლისი,უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა,როგორც საკუთარი ეკლესიით,ასევე არმიითა და ფლოტით.მან ერთხელ განაცხადა კიდეც: “მე ვარ ქალი,თუმცა მაქვს მამაკაცის გული.მე ღირსეული ქალიშვილი ვარ მამაჩემისა”, – და ეს სიტყვები სრული სიმართლე იყო იმ დედოფლისაგან,რომელმაც მხოლოდ “ინგლისზე იქორწინა!”. (ავტორი გენია.ჯი)