ხოსე რაულ კაპაბლანკა-ი-გრაუპერა – “ეპიზოდი”
გენიალური კუბელი მოჭადრაკე,მსოფლისო მე-3 ჩემპიონი ჭადრაკში და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული - ხოსე რაულ კაპაბლანკა-ი-გრაუპერა (1888-1942 წლები),იუმორის განსაკუთრებული გრძნობით იყო დაჯილდოებული. 26 წლის ასაკში მყოფმა ხოსემ მუშაობა კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატად დაიწყო მუშაობა. 1931 წლის 1 ოქტომბერს,ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში განთავსებულ საბოთა კავშირის საელჩოში შედგა შეხვედრა,საბჭოთა ელჩს ტროიანოვსკისა და კუბელ დიპლომატს – ხოსე რაულ კაპაბლანკას შორის,რის შემდეგაც იგი მიწვეულ იქნა სადილზე.სადილის შემდეგ,ელჩმა ხოსეს ჭადრაკის თამაში შესთავაზა.ხოსემ,რაღა თქმა უნდა მოწინააღმდეგეს ყველა ნათამაშევი პარტია მოუგო.აღნიშნულ თამაშს თვალს ადევნებდა საბჭოთა ელჩის მეუღლეც და როდესაც თამაში დასრულდა,ხოსეს ჰკითხა თუ როგორი მოთამაშე იყო მისი ქმარი.ხოსემ,რაღა თქმა უნდა მორალური ეტიკეტი სრულად დაიცვა და შემდეგი პასუხი გასცა:
” – თქვენი მეუღლე,ბატონი ელჩი,იმდენად გონებამახვილურად თამაშობს ჭადრაკს და იმდენად კეთილი იუმორით მიიღო მარცხი,რომ სიმართლე გითხრათ ძალიან მიჭირს ვთქვა,ჩვენს შორის რომელია გამარჯვებული”. (ავტორი გენია.ჯი)