ჰანტერ სტოკტონ ტომპსონი – “ეპიზოდი”
გამოჩენილ ამერიკელ მწერალს,ჟურნალისტს,გონზო-ჟურნალისტიკის ფუძემდებელსა და ავტორს,საყოველთაოდ გახმაურებული რომანისა – “შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში” – ჰანტერ სტოკტონ ტომპსონს (1937-2005 წლები),იმდენად სძულდა ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 37-ე პრეზიდენტი – რიჩარდ მილკჰაუზ ნიქსონი,რომ საშინელი რიტორიკის მქონე კრიტიკა მისი გარდაცვალების შემდეგაც კი არ შეუწყვეტია.რიჩარდის გარდაცვალების შემდეგ,ტომპსონი აწგარდაცვლილი რიჩარდ ნიქსონის შესახებ წერდა:
“რიჩარდ ნიქსონს შეეძლო ადამიანისათვის ერთი ხელი ჩამოერთმია,ხოლო მეორე ხელით კი მისთვის ზურგში ლახვარი ჩაეცა.მისი კუბო,მიწაში კი არ უნდა დაეფლათ,არამედ იმ საკანალიზაციო არხში უნდა ჩაეშვათ,რომელიც უსაზღვრო ოკეანეს უერთდება.როგორც ადამიანი,ის ღორი იყო,როგორც პრეზიდენტი – ყბედი.იგი იმდენად მრუდე სხეულს ატარებდა,რომ ყოველ დილით მისთვის ტანსაცმლის ჩაცმა ქვეშევრდომებს უწევდათ.შემიძლია თამამად განვაცხადო,რომ მისი დაკრძალვაც კი – არალეგალური იყო.ნიქსონი სისხლით და ხორცით ფარისეველი გახლდათ.მისი ცხედარი სანაგვეზე უნდა გაეტანათ და შემდეგ იქვე უნდა დაეწვათ”. (ავტორი გენია.ჯი)