ელისაბედ II უინძორი – “ეპიზოდი”
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II-ს,თანამედროვეები “გულკეთილ და მკაცრი ხასიათის” მქონე ქალბატონად მოიხსენიებენ.მეორე მსოფლიო ომის მიმდონარეობისას,ფაშისტების მიერ დაბომბილ იქნა ლონდონის ერთ-ერთი აღმოსავლეთი რაიონი ისთ-ენდი. (ავტორი გენია.ჯი) ამავე დაბომბვის დროს ერთი ჭურვი მოხვდა უინძორების სამეფო სასახლესაც.მიუხედავად იმისა,რომ ყველაფერი მზად იყო სამეფო ოჯახის ევაკუაციისათვის,მათ სასტიკი უარი განაცხადეს ქვეყნის დატოვებაზე და საკუთარ ერთან ერთად დარჩენა გადაწყვიტეს იმ უმძიმეს წუთებში.ამ დროს,ელისაბედის ასაკი მხოლოდ 13 წელი იყო და სწორედ მაშინ გააკეთა თავის დღიურში ჩანაწერი,რომლითაც ბრიტანელი ხალხისაგან უდიდესი სიყვარული დაიმსახურა.კერძოდ,მან დაბომბვის შემდეგ დღიურში აღნიშნა:
“მე მოხარული ვარ,რომ ჩვენი სასახლე დაიბომბა.ახლა,ჩვენ აღარ შეგვრცხვება ისთ-ენდში მაცხოვრებელ საკუთარ ხალხს თვალებში ჩავხედოთ”.
ამავე დროს,მან პირველად მიმართა საჯაროდ სიტყვით თავის ერს და ღრმა მწუხარება გამოთქვა იმ ადამიანების მიმართ,რომლებიც დაბომბვას ემსხვერპლენ და დაზარალდნენ.რამოდენიმე ხნის შემდეგ,ახალგაზრდა პრინცესამ მამისაგან თანხმობა მიიღო და ბრიტანელ ქალთა თავდაცვის რაზმში გაწევრიანდა.გამოჩენილი სიმამაცის გამო,ლეიტენანტის ჩინიც მიანიჭეს.იმავე პერიოდში დაეუფლა დედოფალი ელისაბედი სატვირთო ავტომანქანის მართვასაც.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ელისაბედ II უინძორი ერთადერთი დედოფალია დიდი ბრიტანეთის ისტორიაში,რომელმაც ნამდვილად და სრულად გაიარა სამხედრო სამსახური. (ავტორი გენია.ჯი)