იცით თუ არა,რომ
1. გამოჩენილი რუსი მწერლის – მაქსიმ გორკის მიერ 1930 წლის 15 ნოემბერს გაზეთ “პრავდაში” გამოქვეყნებული სტატიის სათაური – “თუკი მტერი არ ნებდება – მას ანადგურებენ”,სტალინური რეპრესიების დევიზად იქცა.
2. XIV-XIX საუკუნეების ევროპაში,დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი მრავალწლოვანი ბოსტნეული მცენარე ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან – ბადრიჯანი,შხამიან კულტურად მიიჩნეოდა და მას მოიხსენიებდნენ,როგორც – “შეშლილი ვაშლი”.
3. პერუს პრეზიდენტი 1990-2000 წლებში – ალბერტო კენია ფუხიმორი,პირველი და ერთადერთი იაპონელი გახლავთ ისტორიაში,რომელსაც უცხო ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო პოსტი ეკავა. (ავტორი გენია.ჯი)
4. დიდი ბრიტანეთის კუნძულების უდიდეს ტბას,რომელიც ანტრიმის პლატოზე მდებარეობს – ”ლოხ-ნეი” ჰქვია.
5. როგორც ცნობილია,დიდი ხნის მანძილზე დედამიწის ყველაზე უძველეს ხალხად შუმერები,ეგვიპტელები,ებრაელები და ჩინელები მიიჩნეოდნენ.აქვე მინდა მოგახსენოთ,რომ იმ ეპოქებში დედამიწაზე სულ რაღაც 70 სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა.უძველეს წერილობით დოკუმენტაციაში პირველები ებრაელები არიან მოხსენიებული.თუმცა სულ ახლახანს არქეოლოგებმა სენსაციური აღმოჩენა განახორციელეს.მათ მიერ დადგენილ იქნა,რომ ჩვენი პლანეტის ყველაზე ძველი მოსახლეები არა ებრაელები,ჩინელები,შუმერები და ეგვიპტელები,არამედ ,აფრიკის კონტინენტის სამხრეთით მცხოვრები – კოისანელი ხალხია.კვლევების შედეგად დადგენილ იქნა,რომ ისინი დედამიწაზე ჯერ კიდევ 100 000 წლის წინათ ცხოვრობდნენ.
6. ბიბლიის მიხედვით,დედამიწაზე ყველაზე ძველი ენა – ძველებრაული ენაა.
7. პირველი ავტობუსი,რომელიც წარმოადგენდა ოთხთვალებსა და ორთვალებში გაბმულ ცხენებს,საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამოჩნდა 1662 წელს.აღნიშნული იდეის ავტორად,გენიალურ ფრანგ ფილოსოფოსსა და სწავლულს – ბლეზ პასკალს მიიჩნევენ,ხოლო იდეის დამდინანსებლად რუანელ პრინცს,რომელიც პასკალთან მეგობრობდა.პირველი რესისი სრულდებოდა საფრანგეთის ქალაქს პორტ-დე-ლუქსემბურგსა და დასახლება პორტ-დე-სენტ-ანტუანს შორის.რეისზე კი,სულ 7 ავტობუსი მოძრაობდა.
8. ყველაზე მოკლე სიტყვით გამოსვლის ავტორად გენიალური ესპანელი მხატვარი – სალვადორ დალი მიიჩნევა.მან ხელოვანთა ერთ-ერთ კრებაზე,წარმოთქვა სიტყვა,რომელიც ასე ჟღერდა: “ვიტყვი მოკლედ,მე დავამთავრე”. (ავტორი გენია.ჯი)
9. სამხრეთ აფრიკის ყოფილ პროვინციაში – ტრანსვაალში (დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონია),ფრედერიკ უელსმა 1905 წელს აღმოაჩინა ალმასი,რომელსაც “კულინანი”,ანუ “აფრიკის ვარსკვლავი” უწოდეს.აღნიშნული ალმასი დღემდე ყველაზე დიდ ალმასად არის მიჩნეული.მისი წონა 621,1 გრამს შეადგენს,რაც 3 106 კარატის ექვივალენტია.
10. ქალთა შორის პირველი კონკურსი – “მის მსოფლიო”,ჩატარებულ იქნა დიდ ბრიტანეთში 1951 წლის აპრილის თვეში და მისი ჩატარების ინიციატორი გახლდათ ინგლისერი პროდიუსერი – ერიკ დუგლას მორლი.გამარჯვება და შესაბამისად პირველი “მის მსოფლიო” კი გახდა შვედი ლამაზმანი – კერსტინ “კიკი” ჰოკანსონი.