ნიუელტინის ტბა
ნიუელტინის ტბა - წარმოადგენს კანადის პროვინცია მანიტობას საზღვარსა და კანადის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ნუნავუტის ტერიტორიაზე (ინუიტების სამშობლო) მდებარე ტბას.იგი კანადის ერთ-ერთ უდიდეს ტბად არის ცნობილი.მისი სიგრძე 144 კილომეტრია,ხოლო სრული ფართობი 2279 კვადრატული კილომეტრია.ზღვის დონიდან 278 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.მისი სახელწოდება ადგილობრივ ინდიელთა – ჩიპევიანთა ენიდან,ითარგმნება,როგორც “მძინარე კუნძულის ტბა”. (ავტორი გენია.ჯი) იგი იკვებება მის ირგვლივ განთავსებული უამრავი ტბის მეშვეობით.ხოლო თავად მისი წყლის ნაწილი მდინარე ტლევიაზას საშუალებით ჩაედინება ჰუდსონის ყურეში.”ნიუელტინის ტბა” პირველად აღმოჩენილ იქნა ცნობილი ინგლისელი სამხედრო მეზღვაურის,მკვლევარისა და მწერლის – სამუელ ჰირნის მიერ 1770-1772 წლებში.აღმოჩენის შემდეგ კი მან არნიშნული ტბა რუკაზე დაიტანა,სახელწოდებით – “აილენდის ტბა”.გამოჩენილი შოტლანდიელი მოგზაურის – სერ ალექსანდრე მაკენზის მიერ,ამავე რეგიონში მოგზაურობისას 1789-1793 წლებში ტბას უკვე “ნორტლაინის ტბის” სახელით მოიხსენიებდნენ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნული რეგიონისა და ტბის სრულყოფილი შესწავლა მეცნიერების მიერ,მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ განხორციელდა – ნიუეტლ ლეიკის ექსპედიციის მიერ 1947 წელს.მოგვიანებით და დღემდე “ნიუელტინის ტბა” მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე პიოპულარულ ადგილად სპორტული თევზაობისა. (ავტორი გენია.ჯი) ტბაში მრავლად არის გავრცელებული – წერი (ქარიყლაპია),ტბის კუმჟა და ტბის ხარიუსი.ამ მიზეზის გამო “ნიუელტინის ტბას” უამრავი ტურისტი და მეთევზე სტუმრობს,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.