ვილჰელმ ფრანც კანარისი – “ეპიზოდი”
ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთმა გავლენიანმა სახელწიფო მოხელემ,ადმირალმა და ვერმახტის საგარეო დაზვერვის (აბვერი”) შეფმა – ვილჰელმ ფრანც კანარისმა (1887-1945 წლები),რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,”ჰოლოკოსტის” მძვინვარების პერიოდში,ებრაელებს საკმაოდ დიდი დახმარება აღმოუჩინა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ებრაელი მკვლევარი და ისტორიკოსი – დანი ორბახა გვამცნობს,”აბვერის” შეფმა განადგურებას 500 ებრაელი გადაარჩინა და ისინი გერმანიიდან ესპანეთსა და პორტუგალიაში,სრულიად საიდუმლოდ გადაიყვანა.მის მიერ გადარჩენილი ადამიანებიდან ერთ-ერთი,იუდეური რელიგიური მოძრაობის “ჰაბადის” სულიერი ლიდერი – იოსებ იცხოკ შნეერსონიც იყო.მას შემდეგ კი,რაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა,ზემოაღნიშნულმა იუდეურმა ორგანიზაციამ,ისრაელის ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა თხოვნით,რომ ქვეყანაში განათავსებულ “ჰოლოკოსტის” ცენტრს – “იად ვა შემშს” მისი სახელი ამოეტვიფრათ ქვაზე,რომელზეც ამოტვიფრული გახლდათ იმ არაებრაელი ადამიანების სახელები,რომლებმაც “ჰოლოკოსტის” საშინელი მოვლენების დროს,საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს ებრაელი მოქალაქეები.თუმცა,აღნიშნულ თხოვნაზე ცენტრმა კატეგორიული უარი განაცხადა.დანი ურბახის წიგნში – “ვალკირია.ჰიტლერის გერმანული წინააღმდეგობა”,ერთმნიშვნელოვნად ეწერა,რომ მან დოკუმენტურად დაადასტურა კანარისის უდანაშაულობა ებრაელთა მასიური ხოცვა-ჟლეტის საქმეში.
1944 წელს “აბვერის” შეფი” გესტაპოს” ხელმძღვანელმა – ჰენრიხ მიულერმა დააპატიმრა,რის შემდეგაც მას ბრალი დასდეს ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულების მომზადებასა და სამშობლოს ღალატში. 1945 წელს,იგი სხვა დაკავებულ შეთქმულებთან ერთად გადაყვანილ იქნა ფლოსენბურგის საკონცენტრაციო ბანაკში.სამხედრო ტრიბუნალმა,კანარისს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და 1945 წლის 9 აპრილს სიკვდილით დასაჯეს კიდეც (ჩამოახრჩვეს).როგორც მოგვიანებით,ერთ-ერთი ჯალათის ჩვენებიდან ირკვევა,ვილჰელმი სპეციალურად ჩამოჰკიდეს რკინისაგან დამზადებულ თოკზე,რათა განსაკუთრებით ეწამა სიკვდილის წინ, და მან მართლაც საშინელი ტანჯვა გაიარა,რადგან ჩამოკიდებიდან ნახევარი საათის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს.გარდაცვალების შემდეგ გესტაპომ,მისი ცეხდარი ბანაკის ტერიტორიაზევე დაწვა.სიკვდილის წინ “აბვერის” ყოფილმა შეფმა განაცხადა: “მე არა ვარ მოღალატე.როგორც გერმანელი,ვასრულებდი ჩემს აუცილებელ მოვალეობას”.აქვე მინდა მკითხველო შეგახსენოთ ვილჰელმ ფრანც კანარისის ერთი ფრაზა,რომელიც ალბათ ყველაფერზე მეტყველებს:
“ასეთი საშინელი მეთოდებისთვის და საქციელებისთვის,როცა იქნება მსოფლიო პასუხს აგებინებს დამნაშავეებს,მათ შორის ვერმახტსაც,რომლის თვალწინაც ხდება ეს ამაზრზენი მოვლენები”. (ავტორი გენია.ჯი)