რონალდ უილსონ რეიგანი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეული პრეზიდენტი - რონალდ უილსონ რეიგანი (1911-2004 წლები),მეტად არაორდინალური იუმორის გრძნობითა და ნიჭით იყო დაჯილდოებული.როგორც მისი თანამედროვეები ამბობდნენ,მას ძალიან მოსწონდა ის,როდესაც რეიგანის ხუმრობაზე ხალხი ხალისობდა. (ავტორი გენია.ჯი) ამერიკელებს განსაკუთრებით,რონალდის ერთი ხუმრობა უყვარდათ: “მე გავეცი ბრძანება იმის შესახებ,რომ თუკი ჩვენი ქვეყანის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება,გამაღვიძონ დღე-ღამის ნებისმიერ დროს, და ეს მაშინაც კი,როდესაც მთავრობის სხდომას ვესწრებიო”.
რონალდ უილსონ რეიგანის იუმორს არაერთხელ ჩაუგდია შოკში არა მარტო ამერიკელები,არამედ მსოფლიო საზოგადოებაც კი. 1984 წლის 11 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-40 პრეზიდენტი,რადიოეთერში პირდაპირი ჩართვის დროს,ისე,რომ არ იცოდა თუ უკვე ჩართული იყო,თანამშრომლებს შემდეგი სიტყვებით გაეხუმრა:
“ძვირფასო თანამემამულეებო! მოხარული ვარ გაცნობოთ,რომ სულ ეხლახანს მოვაწერე ხელი დოკუმენტს,რომელიც საბოლოოდ დატოვებს საბჭოთა კავშირს კანონგარეშე ქვეყნად.ბომბარდირება იწყება ხუთ წუთში”.
ასეთმა არაორდინალურმა ხუმრობამ,რომელმაც ამერიკული რადიოს პირდაპირ ეთერში გაიჟღერა,კაცობრიობა ლამის მესამე მსოფლიო ომამდე მიიყვანა,თუმცა საბედნიეროდ ყოველივე მშვიდობიანად დასრულდა. (ავტორი გენია.ჯი)