ბირმული ცხვირპაჭუა მაიმუნი
ბირმული ცხვირპაჭუა მაიმუნი - ინგლისურ ენაზე “Myanmar snub-nosed monkey”,რომლის ლათინიზირებული სახელი გახლავთ “Rhinopithecus strykeri”,წარმოადგენს ქორდიანთა კლასის ძუძუმწოვარ ცხოველს წვრილტანიან მაიუმუნთა სახეობისა.რომლის პირველი ეგზემპლარი ადამიანის (მონადირეების) მიერ აღმოჩენილ იქნა 2010 წლის ოქტომბერში,ჩრდილოეთ ბირმის (მიანმარი) ტერიტორიაზე. (ავტორი გენია.ჯი) ბინომინალური ნომენკლატურა (ბიოლოგიაში,ცოცხალი ორგანიზმების სახეობების ფორმალური დასახელება),მიცემულ იქნა ტომას გეისმანის თანაავტორობით.თავისი სამეცნიერო სახელწოდება,ამ უცნაური ცხვირის მქონე მაიმუნმა კერძო ფონდის – “არკუსის” დამაარსებლის ჯონ სტრაიკერის საპატივცემულოდ მიიღო.აღნიშნული ფონდის მისიას კი მაიმუნთა სხვადასხვა სახეობების შენარჩუნება და მათი საცხოვრებელი ადგილების დადგენა წარმოადგენს.”ბირმული ცხვირპაჭუა მაიმუნი” ყველაზე იშვიათი სახეობაა დღემდე,აღმოჩენილ სხვა სახეობის მაიმუნებს შორის.ისინი გამოირჩევიან საოცარი ფერთა გამით,რის გამოც ძალიან მიმზიდველი აღნაგობის არიან.მათ გააჩნიათ საკმაოდ გრძელი კუდი,რომელიც ხშირ შემთხევაში,თავიანთ სხეულზე ორჯერ გრძელიც კი აქვთ.ცხვირის უცნაური ფორმის გამოისობით ისინი წვიმის პერიოდში,როდესაც წყალი მათ ცხვირის ძგიდეში გროვდება,ისინი ხშირად აცემინებენ. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მიანმარში მაიმუნისაგან დამზადებული კერძი “დელეკატესად” მიიჩნევა,რის გამოც ამ საოცარი სახეობის მაიმუნის არსებობა დიდი საფრთხის წინაშე დგას.მიუხედავად ამისა,ბიოლოგები ყველანაირად ცდილობენ მათ გადარჩენას.როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ,სულ ბუნებაში 260-330 ერთეული ეგზემპლარია შემორჩენილი.დღესდღეობით “ბირმული ცხვირპაჭუა მაიმუნი” გარდა მიანმარის ჩრდილოეთ ნაწილისა,დედამიწის ზურგზე არსად არ ბინადრობს.