ნოდარ დუმბაძის ნააზრევი…

“კაცის იუბილე რაა?! ჩვენ თითქმის ყოველდღე ვუხდით ერთმანეთს იუბილეს,მაგრამ დღემდე წიგნის იუბილე არ გადაგვიხდია.ორი წიგნი ვიცი მე დღეს საქართველოში,რომელსაც შეიძლება იუბილე გადაუხადო.ეს არის “ვეფხისტაყოსანი” და “დედაენა”,რადგან ეს წიგნები არ გახლავთ,ეს ორი წიგნი – ერია”.

***

როცა რუსთაველის,ილიას,აკაკის,ვაჟას,ნიკოლოზ ბარათაშვილის,გალაკტიონისა და გოგლას ღვთაებრივ ლექსებს ვკითხულობ,გასაკვირია,მაგრამ სულ მუდამ ლადო ასათიანის ერთი უბრალო ლექსის სტრიქონები მახსენდება:

“კავკასიის მთებში გაგაჩინა ზენამ,

ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ”.

ხოლო როდესაც საქართველოს ისტორიას ვკითხულობ,ქართლის ცხოვრებას ვკითხულობ და ქართულ ტაძართა ნანგრევებზე საჭრეთელით ამოქარგულ ჩუქურთმებსა და ასოებს ვეჭიდები წასაკითხად,ირაკლი აბაშიძის დიდებული ლექსი მაგონდება:

“ქვესკნელში ძრომა,

ცაში მჭვრეტელო,

ხან – ფუნჯი ჩემო,ხან – საჭრეთელო,

შენ,აკვნის ჰიმნო,

ცრემლო სამარის…

იბერის ენავ,

ენავ თამარის…

შენ,ნიჭო ჩემო,

სრბოლავ და ფრენავ,

დედაო ენავ,დედაო ენავ!” (ავტორი გენია.ჯი)