აფრიკელი მონების ექსპლუატაცია – “ეპიზოდი”

ადამიანების მიერ ადამიანებისვე დამონების ამაზრზენი პრაქტიკა სათავეს უძველესი ეპოქებიდან იღებს.ამ უსაშინლესმა და კიდევ ერთმა (არა)ადამიანურმა მანკიერმა თვისებამ დედამიწაზე მილიონობით უდანაშაულო ადამიანის არა მარტო სიცოცხლე,არამედ ფესვებიდან მოგლეჯაც გამოიწვია.მონების განსაკუთრებული ექსპლუატაცია ახალი ტალღით აფრიკის კონტინენტის “ათვისების” შემდეგ დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) როგორც მეცნიერები და ისტორიკოსები ვარაუდობენ, 1500 წლიდან 1900 წლის ჩათვლით,მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში 16,5 მილიონი აფრიკელი მონა იქნა ჩაყვანილი.საერთო ჯამში,აფრიკიდან სხვადასხვა ქვეყანაში გაყვანილი მონების რაოდენობას სპეციალისტები 80 მილიონი ადამიანით განსაზღვრავენ.მონების ქვეყნიდან გაყვანის მხრივ,პირველობას არავის უთმობდა ცენტრალური აფრიკის,ბენინის ყურისა და ბიაფრას რეგიონები. XVIII საუკუნეში ბრიტანეთის დროშის ქვეშ  მცურავი ყოველი მეოთხე ხომალდით მონები გადაჰყავდათ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ბორტზე მყოფი ხუთი მონიდან,საშუალოდ,”ახალ სახლსა და პირობებს” მხოლოდ ერთი შავკანიანი მონა აღწევდა.დანარჩენი ოთხი კი იღუპებოდა.ისედაც გაუბედურებული ადამიანების ხვედრს,მათზე “მონადირეები” კიდევ უფრო ამძიმებდნენ.ისინი იმდენად საშინელ პირობებში ჰყავდათ გემბანებზე გამომწყვდეული,რომ გახდნენ კიდეც საბაბი,სხვადასხვა “ცივილიზებულ” ქვეყნებში უამრავი დაავადების გავრცელებისა.აფრიკის კონტინენტიდან მონების ექსპლუატაციას მხრივ ყველაზე წამყვანი პოზიციები ეკავათ ინგლისს (მათ,მხოლოდ ამერიკაში 2,5 მილიონი შავკანიანი მონა გადაიყვანეს),პორტუგალიას (4,5 მილიონი),საფრანგეთს (1,5 მილიონი) და ნიდერლანდებს (500 000).

P.S. ზემოაღნიშნული ციფრები ბევრ რამეს მეტყველებენ.მიუხედავად იმისა,რომ სამყარო ადრეულ ეპოქებთან შედარებით ბევრად “გაცივილიზებულდა”,ადამიანის მიერ ადამიანისვე დამონება,კვლავაც კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად რჩება. (ავტორი გენია.ჯი)