მაჰათმა კარამჩანდ განდის შესახებ…
ინდოეთის ეროვნულმა გმირმა,სულიერმა და პოლიტიკურმა ლიდერმა – მაჰათმა კარამჩანდ განდიმ (1869-1948 წლები),რომლის წინამძღოლობითაც ინდოეთმა ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა,პირველი “ომი”,იმ ინდოელების წინააღმდეგ აწარმოა,რომლებიც ეგრეთ წოდებული “მიუკარებლების” (ინდოეთში მაცხოვრებელი ყველაზე დაბალი სოციალური ჯგუფები) კასტების დისკრიმინაციასა და იგნორირებას ეწეოდნენ.შესაბამისად,მაჰათმა მთელი სერიოზულობით ცდილობდა მათი უფლებების დაცვასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ მისი ინიციატივით ეწოდა “მიუკარებლებს” ახალი სახელწოდება – “Harijans”,რაც – “ღვთის შვილებს” აღნიშნავს.აღნიშნული საკითხის შესახებ,განდი ინდოელ ხალხს შემდეგი სიტყვებით მოძღვრავდა: “ჩვენ ყველანი ერთი ვართ და უნდა ვიცოდეთ,რომ როდესაც ტკივილს ვაყენებთ სხვას,ტკივილს ვაყენებთ საკუთარ თავს.როდესაც ვასუსტებთ სხვას,ვასუსტებთ საკუთარ – ერს”.
მაჰათმა,იმდენად უარყოფითად იყო განწყობილი ინდოელი ხალხის მიმართ ზემოაღნიშნული ფაქტის გამო,რომ იგი ინდუსების იმ ტაძრებშიც კი აღარ შედიოდა,სადაც “მიუკარებლებს” არ უშვებდნენ.როდესაც დაუსვეს შეკითხვა ამ საკითხის შესახებ,მან უპასუხა,რომ არ შედიოდა იმიტომ,რომ ასეთ ტაძრებში “ღმერთი არ იყო”.
მაჰათმას განცხადების შემდეგ,თითქმის ყველა ინდუსური ტაძრის კარი გაიღო “მიუკარებლების” სექტის წევრებისათვის.იგი,მათთვის აგროვებდა შემოწირულობებს.ინდოელი ქალბატონები,განდის მოწოდების შემდეგ არ ზოგავდნენ არც ფულს და რაც ძვირფასეულობას,რათა “მიუკარებლების” სექტისათვის შეეწირათ.მიუხედავად უზარმაზარი შემოწირულობებისა,მაჰათმას აზრად არ მოსვლია მათით სარგებლობა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ინდოეთის ეროვნული გმირი მუდამ მოკრძალებულად ცხოვრობდა და ყოველთვის მატარებლის მესამე კლასის ვაგონით მგზავრობდა.როდესაც ჰკითხეს,თუ რატომ დადიოდა მესმე კლასის ვაგონით,მან შემდეგი პასუხი გასცა: “იმიტომ,რომ ინდოეთში არ არსებობს მეოთხე კლასის ვაგონიო”. (ავტორი გენია.ჯი)