ნარბარინ ენხბაიარის შესახებ…

აღმოსავლეთ-ცენტრალურ აზიაში მდებარე სახელმწიფოში – მონღოლეთში, 2005 წლის 22 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმათა 54,2 % მიიღო,ეროვნებით ბურიატმა კანდიდადტმა და პროფესიით ლიტერატორ-მთარგმნელმა - ნარბარინ ენხბაიარმა.(ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მონღოლეთის ისტორიაში მანამდე არც ერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ისეთი ერუდირებული,როგორიც ახლად არჩეული პრეზიდენტი იყო.მან 1980 წელს დაამთავრა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი,რის შემდეგაც სწავლა განაგრძო დიდ ბრიტანეთში მდებარე ლიდსის უნივერსიტეტში. 1992-96 წლებში ეკავა კულტურის მინისტრის თანამდებობა. 1997 წელს ოპოზიციის ლიდერად იქცა და გაიმარჯვა კიდეც 2000 წელს ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში.გამარჯვების შემდეგ,გახდა მონღოლეთის პრემიერ-მინისტრი,ხოლო 2004 წელს კი პარლამენტის სპიკერი. 2005 წლის არჩვენებზე,მონღოლეთის სახალხო-რევოლუციური პარტიის მიერ დასახელებულ იქნა პრეზიდენტობის კანდიდატად და გამარჯვებაც მოიპოვა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ნარბარინი პირველი პრეზიდენტი იყო ქვეყნის ისტორიაში,რომელიც უცხო ქვეყნის პირველ პირებთან ოფიციალური შეხვედრების დროს არ იყენებდა თარჯიმანს,რადგან თავადაც შესანიშნავად ფლობდა რამდენიმე ენას.გარდა პოლიტიკისა,იგი აქტიურად იყო ჩართული ლიტერატურულ მოღვაწეობაში და თარგმნა კიდეც მონღოლურ ენაზე მრავალი ლიტერატურული ნაწარმოებები,მათ შორის “ბუდას სწავლებები” და მსოფლიო კლასიკოსების – ჩარლზ დიკენსის,ალექსანდრე პუშკინის,ნიკოლოზ გოგოლისა და სხვა ავტორების ნაწარმოებები.გარდა ნარბანისა,მაღალი ინტელექტუალით გამოირჩეოდა მისი მეუღლეც – ონონ ცოლმონიც,რომელსაც თავის მხრივ დამთავრებული ჰქონდა პლეხანოვის სახელობის მოსკოვის ეკონომიკური აკადემია.იგი ერთობ დიდ ინტერეს გამოხატავდა სახვითი ხელოვნებისა და პოეზიის მიმართაც და შესანიშნავად ფლობდა ფორტეპიანოზე დაკვრის დიდებულ ხელოვნებასაც.ერთი სიტყვით,რომ ვთქვათ,მონღოლეთის პრეზიდენტს ინტელიგენტი ოჯახი ჰყავდა.

2009 წლის 24 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში,ნარბარინმა მარცხი განიცადა ცაჰიაგინ ელბეგდორჟთან და შესაბამისად პრეზიდენტის თანამდედბობასაც დაემშვიდობა. 2012 წლის 13 აპრილს,მონღოლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ერუდირებული ექს-პრეზიდენტი – ნარბარინ ენხბაირი დაპატიმრებულ იქნა,როგორც კორუფციაში ბრალდებული პირი.მას ბრალი დასდეს 2000 წელს სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად გასხვისებაში, 113 000 $-ის სატელევიზიო აპარატურის მითვისებასა და საკუთარი წიგნის ქვეყნის გარეთ გატანისათვის დაწესებული საბაჟო გადასახადის გადაუხდელობაში.მონღოლურმა სასამართლომ ექს-პრეზიდენტი დამნაშავდე სცნო და სასჯელის ზომად 4,5 წელიწადი შეუფარდა.გარდა ამისა,ქონების კონფისკაციის სახით ჩამოერთვა 19 000 $.მოგვიანებით,სასამართლომ სასჯელი შეუმსუბუქა და 2,5 წელიწადამდე თავისუფლების აღკვეთა დაუტოვა.ასე დაასრულა მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთმა ყველაზე ერუდირებულმა ექსპრეზიდენტმა პოლიტიკური კარიერა. (ავტორი გენია.ჯი)