იოანე პავლე II-ეს შესახებ…

ერისკაცობაში – კარელ იოზეფ ვოიტილას (1920-2005 წლები),იგივე იოანე პავლე II-ს,რომელიც პირველი პოლონელი იყო წმინდა პეტრეს ტახტზე,ბავშვობაში ძალიან დიდი ტრაგედიები დაატყდა თავს. 8 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა,მალევე უფროსი ძმაც აღესრულა,ხოლო 1941 წელს მამაც გარდაეცვალა.სწორედ ამიტომ ამბობდა იგი: “20 წლის ასაკში მე უკვე დავკარგე ყველა ის,ვინც მიყვარდაო”. (ავტორი გენია.ჯი)

პაპის ტახზე ასულმა პოლონელმა პაპმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში ყველა იმ ცოდვისათვის,რაც კი კათოლიკეებს ოდესმე ჩაუდენიათ.მაგალითად გალილეო გალილეის გასამართლებისათვის,ჯორდანო ბრუნოსა და სხვათა სიკვდილით დასჯისათვის.მისი პაპობის დროს მიიღო კათოლიკურმა ეკლესიამ ჩარლზ დარვინის თეორია.ინტერნეტის მფარველად გამოაცხადა – ისიდორე სევილიელი.გამოდიოდა მკვეთრი კრიტიკით აბორტების,კონტრაცეპტიებისა და ჰომოსექსუალების ქორწინების წინააღმდეგ,მიუხედავად ამისა,”სოდომური ცოდვის” სკანდალი მაინც არაერთხელ აგორდა ვატიკანში.იოანე პავლე II აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში და ერთობ უარყოფითად გახლდათ განწყობილი კომუნიზმის მიმართ.სწორედ ამიტომ აღიარებენ ისტორიკოსები იმას,რომ მან ვატიკანი პოლიტიზირებული გახადა.რონალდ რეიგანთან ერთად შეკრა კავშირი,სოციალისტური ბლოკის ქვეყნების წინააღმდეგ,რასაც მოჰყვა კიდეც “ბოროტების იმპერიის” წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური და იდეური ბრძოლა.იოანე პავლე II-ეს სამშობლოში ჩამოყალიბებულ იქნა ანტიკომუნისტური პროფკავშირი – “სოლიდარობა”,რომელსაც სათავეში ჩაუდგა ლეხ ვალენსა.პოლონეთისათვის ბრძოლა რვა წლის მანძილზე მიმდინარეობდა,რაც “სოლიდარობის” სრული გამარჯვებით დასრულდა,რაშიც უდიდესი წვლილი ედო რომის პოლონელ პაპს.

იოანე პავლე II იმდენად დიდი გულშემატკივარი ყოფილა ფეხბურთის,რომ მას ამ თვისების გამო – “ფანატი პაპი”-ც კი შეარქვეს.ცნობილია,რომ სანამ სასულიერო მოღვაწეობას მიჰყოფდა ხელს,მანამდე ხშირად თამაშობდა კიდეც ფეხბურთს.განსაკუთრებით გულშემატკივრობდა კატალონიურ “ბარსელონას” და რომის “ლაციოს”.მიუხედავად ამისა,იგი არც ერთ მათ მატჩს არ დასწრებია თავისი საყვარელი გუნდების მონაწილეობით.ერთადერთი საფეხბურთო მატჩი,რომელსაც დაესწრო გახლდათ იტალიის ეროვნული ნაკრებისა და იტალიაში მოთამაშე ლეგიონერების ნაკრების თამაში.მიუხედავად “ლაციოს” და ‘ბარსელონას” გულშემატკივრობისა,ამას ხელი არ შეუშლია “ჩემპიონთა ლიგის” გამარჯვებული მადრიდული კლუბი – “რეალი” მიეღო და დაელოცა.

პოლონელ პაპს,რომელიც გარდაცვალებიდან მალევე წმინდანად შერაცხა კათოლიკურმა ეკლესიამ,თაყვანისმცემლებთან ერთად მრავალი კრიტიკოსიც ჰყავდა.მათ შორის იყო,საყოველთაოდ ცნობილი ეპისკოპოსი – რიჩარდ უილიამსონი.იგი,აღნიშნული საკითხის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა:

“იოანე პავლე II იყო ეკლესიის რეკონსტრუქციის დიდი მქადაგებელი.მან ფაქტიურად გაანადგურა კათოლიკური ეკლესია.კათოლიკურ ეკლესიასა და სამყაროში დაამყარა “ახალი წესრიგი”,რომელსაც შესაძლოა “კათოლიკური მოდერნიზმი” ვუწოდოთ. – და აღნიშნულ სიტყვებში მართლაც შეიძლება სიმართლის პოვნა,რადგან იოანე პავლე II-მ კათოლიკურ ეკლესიას უამრავი რეფორმით სრულიად ახალი სული შთაბერა… (ავტორი გენია.ჯი)