“ბრძოლა ფოლკლენდის კუნძულებისათვის”

ფოლკლენდის კუნძულები წარმოადგენს არქიპელაგს ატლანტის ოკეანეში,არგენტინის სანაპიროებიდან 483 კილომეტრში.არქიპელაგი მოიცავს კუნძულებს აღმოსავლეთ ფოლკლენდს,დასავლეთ ფოლკლენდსა და კიდევ 776 პატარა კუნძულს.არქიპელაგის სრული ფართობი 12 173 კვადრატული კილომეტრია,მოსახლეობის რაოდენობა 2 840 ადამიანი,ხოლო დედაქალაქი გახლავთ – სტენლი,სადაც 2 115 მოსახლე ცხოვრობს.ფოლკლენდის არქიპელაგი აღმოჩენილ იქნა XVI საუკუნეში. (ავტორი გენია.ჯი) მეცნიერები დღემდე დაობენ თუ რომელმა მეზღვაურმა აღმოაჩინა იგი პირველად: პორტუგალიური წარმომავლობის მქონე ესპანელმა მეზღვაურმა – ესტებან გომესმა (ეშტევან გომიში) 1520 წელს,თუ დიდმა ინგლისელმა მეზღვაურმა – ჯონ დეივისმა 1592 წელს.არქიპელაგის აღმოჩენიდან ორი ასეული წლის განმავლობაში მალვინის კუნძულები (არქიპელაგის არგენტინული სახელწოდება),ესპანელთა გამგებლობაში შედიოდა და მასზე ესპანური სამხედრო გარნიზონიც იდგა.მას შემდეგ,რაც 1810 წელს არგენტინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა,ესპანელებმა არქიპელაგი დატოვეს.არგენტინას ფოლკლენდის კუნძულების არსებობა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მხოლოდ 10 წლის შემდეგ გაახსენდა და გადასხა კიდეც დესანტი ფოლკლენდზე,კაპიტნის – ჯიუტომის მეთაურობით,რომელმაც იმთავითვე გამოაცხადა არქიპელაგი სუვერენული არგენტინის განუყოფელ ნაწილად.თუმცა,არგეტინელთა ტრიუმფი არც თუ ისე დიდხანს გაგრძელდა,რადგან სულ რაღაც 12 წლის შემდეგ,ფოლკლენდი ხელში ჩაიგდო ინგლისურმა საზღვაო ექსპედიციამ,რომელმაც ფაქტობრივად დაუქვემდებარა იგი ბრიტანეთის სამეფო გვირგვინს.ახალგაზრდა არგენტინის რესპუბლიკას,ძალა არ შესწევდა ინგლისელთა აგრესისიული პოლიტიკასთვის პასუხის გასაცემად.მიუხედავად ამისა,კატეგორიული უარი განაცხადა თავის უფლებებზე ფოლკლენდზე და იურიდიულად არ სცნო იგი დიდი ბრიტანეთის ნაწილად.სწორედ აქედან წარმოიშვა კიდეც დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის “ლატენური კონფლიქტი” (“ლატენური კონფლიქტის” დროს ზედაპირულად სიტუაცია სტაბილურობას ინარჩუნებს,თუმცა სტრუქტურულ დონეზე კონფლიქტი უკვე თავს იჩენს.როგორც წესი,”ლატენური კონფლიქტი” წარმოიშობა წინმსწრები გარემოებების საფუძველზე).კონფლიქტი დიდი ხნის მანძილზე “გაყინული” იყო…

1960 წელს არგენტინაში კოლონიალური სისტემის რღვევის დროს,ქვეყანამ გადაწყვიტა,რომ ბრიტანელებისაგან არქიპელაგი დიპლომატიური გზით უკანვე დაებრუნებინა.არგენტინელებმა ფოლკლენდზე აეროპორტი ააგეს.გარდა ამისა დაამყარეს სატელეფონო კავშირი და გაატარეს სხვა რიგი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები.ამ მეთოდით ისინი ცდილობდნენ,რომ თავიანთი გავლენა ფოლკლენდზე გაეზარდათ.საერთაშორისო ასპარეზზე კი,გაერთიანებული ორგანიზაციის უმრავლესი წევრი ქვეყნის მხარდაჭერაც მიიღეს.მიუხედავად დიპლომატიური წარმატებებისა,ბრიტანეთი მაინც შეუვალი იყო.როგორც ვარაუდობენ,ბრიტანელთა უარის მიზეზს,ფოლკლენდზე არსებული ნავთობისა და გაზის საბადოები წარმოადგენდა,რომლებიც თავის მხრივ ფოლკლენდის სანაპირო წყლების შელფში იყო თავმოყრილი.გარდა ამისა,უარის ერთ-ერთ მიზეზად განხილული იყო ისიც,რომ აღნიშნულ რეგიონში მობინადრე უნიკალური სახეობის თევზების დაჭერისა და გაყიდვის სრულ მონოპოლიას დიდი ბრიტანეთი ფლობდა.აღნიშნულიდან კი ქვეყნის ბიუჯეტში უზარმაზარი თანხები შედიოდა.

რამდენიმე სახელგანთქმული მკვლევარი,ფოლკლენდის ომის დაწყებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის – მარგარეტ ჰილდა ტეტჩერის ერთ-ერთ ინტრიგას უკავშირებს,რადგან იმ მცირე ომიდან მომდინარე გამარჯვებამ,რომელიც ფოლკლენდზე აწარმოა,მისი რეიტინგი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ერთობ მაღლა ასწია (მან და კონსერვატიულმა გაიმარჯვა კიდეც შემდგომ არჩევნებზე).ომის დაწყებამდე,მარგარეტ ტეტჩერის ხისტი ეკონომიკური პოლიტიკა არც თუ ისე წარმატებული იყო,რაც არა მარტო ქვეყნის უბრალო მოქალაქეებს,არამედ საკუთარი კაბინეტის მინისტრებსაც კი არ მოსწონდათ. 1980 წლისათვის მარგარეტის რეიტინგმა 23 %-მდე დაიწია.მიუხედავად ამისა,მას ეკონომიკური კურსის შეცვლა არ უფიქრია და თავისი პარტიის ერთ-ერთ სხდომაზე აღნიშნა კიდეც: “თუკი გსურთ,თქვენ გადაუხვიეთ საითაც გინდათ.მე კი არსად არ გადავუხვევ!”

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე,იმისათვის,რომ მარგარეტ ტეტჩერისა და კონსერვატიული პარტიის რეიტინგი და ავტორიტეტი კვლავაც საწყის პოზიციებს დაბრუნებოდა,აუცილებელი იყო ისეთი მცირე ომის წარმოება,სადაც უეჭველი გამარჯვება იყო შესაძლებელი.უკეთესი ვარიანტი,ვიდრე ფოლკლენდის კუნძულები იყო,ბრიტანეთის მთავრობას არ გააჩნდა და განახორციელა კიდეც…

მკვლევართა მეორე ნაწილის მოსაზრებით კი სხვა დასკვნა დაიდო. 1881 წელს არგენტინაში განხორციელდა სამხედრო გადატრიალება და ხელისუფლებაში მოვიდა არგენტინელი გენერალი – ლეოპოლდო გალტიერი. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის,რომ მასსა და მის მთავრობას მოსახლეობის კეთილგანწყობა მოეპოვებინა,საჭირო იყო “პატარა და სწრაფი გამარჯვების” მოპოვება.ამისათვის კი,ყველაზე კარგ ვარიანტად ფოლკლენდის არგენტინის შემადგენლობაში დაბრუნება იქნა მიჩნეული.

თავდაპირველად სამხედრო ოპერაციას იმ კაპიტნის (ჯიუეტის) ხომალდის სახელი “როსარიო” უწოდეს,რომელმაც დაიკავა ფოლკლენდის არქიპელაგი.კუნძულზე არგენტინული სამხედრო დესანტის გადასხმას 1982 წლის 25 მაისს გეგმავდნენ (არგენტინის დამოუკიდებლობის დღე).თუმცა,ეს ფაქტი ცნობილი გახდა ბრიტანული დაზვერვისათვის და ფოლკლენდისაკენ სასწრაფო წესით იქნა გაგზავნილი წყალქვეშა ნავი – “სპარტანი”.არგენტინის ხელისუფლებამ კიდევ უფრო დააჩქარა მოვლენები და ზემოაღნიშნული თარიღის ნაცვლად, 1982 წლის 2 აპრილს გადასხა თავისი ჯარები ფოლკლენდზე.მათ,უმალვე დააყრევინეს იარაღი არქიპელაგზე განთავსებულ მცირერიცხოვან ბრიტანულ სამხედრო გარნიზონს და სრულად დაიკავეს იგი.მას შემდეგ,რაც მსოფლიოსათვის ცნობილი გახდა ფოლკლენდზე მიმდინარე მოვლენები,კუბამ და სხვა მრავალმა ლათინოამერიკულმა ქვეყანამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა არგენტინას და მის მოქმედებას “სამართლიანი გადაწყვეტილება” უწოდა.არაერთგვაროვანი განცხადება გააკეთა საფრანგეთმა,რომელსაც კონფლიქტამდე მცირეოდეხნით ადრე არგენტინისათვის მიყიდული ჰქომდა Mirage-ს ტიპის სამხედრო თვითმფრინავები,ხოლო არგენტინის ყველაზე დიდი მოკავშირისათვის პერუსთვის კი,ხომალდსაწინაარმდეგო რაკეტები – Exocet.

“თუკი კუნძულს ხელში ჩაიგდებდნენ,მე ზუსტად ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.საქმე იმაში კი არ იყო,რა უნდა გაგვეკეთებინა,არამედ იმაში თუ როგორ უნდა ეს გაგვეკეთებინა”, – განაცხადებს მოგვიანებით მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი.გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ,მოწინააღმდეგე მხარეებს მოუწოდა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით გადაეწყვიტათ,თუმცა არც ერთი მეომარ მხარეს ეს არ გაუთვალისწინებია.გაეროს განცხადებიდან რამდენიმე საათში,დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალუად განაცხადა,რომ თუკი 200 მილის მანძილზე ნებისმიერი არგენტინული ხომალდი მიუახლოვდებოდა ფოლკლენდის არქიპელაგს,ისინი მათ დაძირავდნენ. 1982 წლის 5 აპრილს ფოლკლენდისაკენ დაიძრა ბრიტანული ფლოტის 40 სამხედრო გემისაგან შემდგარი “უძლეველი არმადა”,რომელსაც სათავეში უდგა ხომალდები – “ჰერმესი” და “ინვისიბლი”.ფოლკლენდის სამხრეთით კუნძულ გეორგიაზე გადაისხა ბრიტანული დესანტი,რომელმაც უმალვე დაიმორჩილა იგი.აპრილის დასასრულს კი ბრიტანულმა ავიაციამ საშინელი დაბომბვა დაიწყო არქიპელაგზე განთავსებული არგენტინული არმიის პოზიციებისა.ფოლკლენდისათვის ომში ბრიტანეთმა ჩართო თავისი ატომური წყალქვეშა ნავი – “კონკერორი”,რომელმაც შეტევა განახორციელა არგენტინული კრეისერის “გენერალი ბელგრანოს” წინააღმდეგ,რასაც 400 არგენტინელი მეზღვაური დაღუპვა მოყვა.დიპლომატიური გზით ფოლკლენდის კრიზისის გადაწყვეტა შეუძლებელი აღმოჩნდა და დიდი ბრიტანეთი და არგენტინა ერმანეთის წინააღმდეგ ღია ომში ჩაერთვნენ.”რკინის ლედი” შეუვალი იყო თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში… მან ბრიტანელები საომრად განაწყო.დაბომბილ იქნა ფოლკლენდზე განთავსებული აეროპორტი და მალევე, 1982 წლის 21 მაისის ღამეს გადასხმულ იქნა ბრიტანული დესანტიც.ფოლკლენდზე გადასულ ერთ-ერთ ბრიტანელ ოფიცერს ადგილობრივმა მაცხოვრებელმა შემდეგი სიტყვები უთხრა: “ჩვენ ვიცოდით,რომ მეგი (მარგარეტ ტეტჩერი) აქ მოვიდოდა”, – და ის მართლაც მივიდა…

როგორც ბრიტანული დაზვერვა იუწყებოდა,არგენტინის დახმარებას ცდილობდა საბჭოთა კავშირი,თუმცა მას ავღანეთში შექმნილი პრობლემის გამო,ფოლკლენდისათვის ნაკლებად ეცალა და ვერც დაეხმარა.საბოლოო ჯამში, 1982 წლის 20 ივნისს დიდმა ბრიტანეთმა არგენტინას ფოლკლენდის კუნძულები დაათმობინა.ბრძოლებში დაღუპულ იქნა 258 ბრიტანელი,მათ შორის 3 ადგილობრივი მცხოვრები.ბრძოლებში გაუნადგურდათ 2 ფრეგატი, 2 საესკადრო ნაღმზიდი ხომალდი, 1 კონტეინერმზიდი, 1 სადესანტო ხომალდი, 1 სადესანტო კატერი და 34 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

არგენტინელების დანაკლისი კი შემდეგი იყო: 649 დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურე (მათ შორის 19 პილოტი); 1 კრეისერი,1 წყალქვეშა ნავი; 1 სადარაჯო კატერი; 4 სატრანსპორტო გემი; 1 თევზსაჭერი ტრაულერი; 22 შემტევი თვითმფრინავი; 11 ისტრიბიტელი-ბომბადმშენი.საერთო ჯამში არგენტინულმა ავიაციამ 100-მდე სამხედრო-თვითმფრინავი და ვერტმფრენი დაკარგა.

მიუხედავად იმისა,რომ ომში გამარჯვება დიდმა ბრიტანეთმა მოიპოვა,”ფოლკლენდისათვის ბრძოლამ”- კვლავაც “ლატენური კონფლიქტის” სახე მიიღო და ასევე რჩება დღემდე. (ავტორი გენია.ჯი)

“რკინის ლედი” ფოლკლენზე მივიდა…”

ფოლკლენდის არქიპელაგი