“როჰონცის კოდექსი”
“როჰონცის კოდექსი” – წარმოადგენს დღემდე გაუშიფრავ და საიდუმლოებებით მოცულ ხელნაწერს,რომელსაც “ვოინიჩას ხელნაწერის” ანალოგად განიხილავენ სპეციალისტები.ეს საოცარი წიგნი 448 ფურცლისაგან შედგება,თითოეული ფურცლის სიმაღლე 12 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე კი 10 სანტიმეტრი.აღნიშნული კოდექსის მფლობელი დიდი ხნის განმავლობაში გახლდათ უნგრეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ოჯახი – ბატიანებისა,რომლებმაც თავის მხრივ 1838 წელს უნგრეთის სამეცნიერო აკადემიას,საჩუქრად გადასცეს უნიკალური წიგნებისაგან შემდგარი ბიბლიოთეკა,რომელშიც აღმოჩენილ იქნა კიდეც – “როჰონცის კოდექსი”.როგორც ისტორიულად არის ცნობილი,ბატიანების უმდიდრეს გვარს ერთი პერიოდის განმავლობაში კონკურენციას უწევდა ესტერჰაზების უმდიდრესივე მემამულეების უნგრული გვარი.თუკი ესტერჰაზები,საუკუნეების მანძილზე სახვითი ხელოვნების ნიმუშებს აგროვებდნენ,ბატიანები უნიკალური ბიბლიოთეკის შექმნით იყვნენ დაკავებული. 1838 წელს გუსტავ ბატიანიმ,როგორც ზემოთ ავღნიშნე,თავისი საგვარეულო ბიბლიოთეკა საჩუქრად გადასცა უნგრეთის სამეცნიერო აკადემიას,რომელშიც სხვა დიდებულ წიგნთან ერთად დაცული იყო უნიკუმი – “როჰონცის კოდექსი”-ს სახითაც.კოდექსის სახელწოდება მომდინარეობს ბატიანების საგვარეულო ცოხესიმაგრიდან – “როჰონიცი”,სადაც იგი ინახებოდა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ უნგრეთის პირველი პრემიერ-მინისტრი – ლაიოშ ბატიანი იყო,რომელიც სახელმწიფოს ღალატისატვის იქნა დახვრეტილი.როგორც ცნობილია, 1848 წლის 7 აპრილს,ბატიანების გვარის წარმომადგენელი – ლაიოში,ავსტრიის იმპერატორის – ფერდინანდ I-ის მიერ იქნა დანიშნული უნგრეთის საპარლამენტო ხელისუფლების პრემიერად.იმ დროს,უნგრეთის სამეფო ავსტრიის იმპერიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.შესაბამისად,ფერდინანდისაგან პროტეჟეს დანიშვნას უნგრეთში არავინ გაუოცებია.თუმცა მალევე,ლაიოშმა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლების მხარე დაიჭირა და რევოლუციის უმთვარეს ლიდერადაც იქცა.მას შემდეგ,რაც ბრძოლაში დაიჭრა და ტყვედ იქნა აყვანილი ავსტრიელების მიერ,სუიციდი სცადა,მაგრამ უშედეგოდ.მეორე დღეს კი,როგორც სახელმწიფოს მოღალატე,სიკვდილით იქნა დასჯილი.დღესდღეობით ლაიოშ ბატიანი,უნგრეთის ეროვნულ გმირად არის აღიარებული.
“როჰონიცის კოდექსი”მდიდარია საოცარი ილუსტრაციებით,თუმცა ტექსტები დაწერილია დღემდე გაუშიფრავი ანბანით.მიუხედავად უამრავი მცდელობისა,ვერც კალიგრაფებმა და ვერც სპეციალისტებმა მისი გაშიფვრა ვერ მოახერხეს.მასში გამოყენებული დამწერლობა არც ერთი ცნობილი დამწერლობის სისტემას არ ჰგავდა. XIX საუკუნეში კოდექსის გაშიფვრაზე სხვა პროფესიონალებთან ერთად მუშაობდა ერთ-ერთი უდიდესი უნგრელი მხატვარი – მიხაი მუნკაჩიც,თუმცა ტექსტების გაშიფვრა მაინც ვერ მოხერხდა. (ავტორი გენია.ჯი) სპეციალისტების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებით,კოდექსი დაწერილი უნდა ყოფილიყო დაკურ,შუმერულ და სხვა უძველესი ხალხის ენაზე,თუმცა ეს ჰიპოთეზა მეცნიერულად არ დადასტურდა.არის ის მოსაზრებაც,რომ კოდექსი ძველუნგრულ ენაზეა დაწერილი,რომელსაც თან დართული აქვს შუმერული იეროგლიფები.
“როჰონიცის კოდექსმა” უდიდესი როლი შეასრულა უნგრელი ხალხის თვითგამორკვევაში,რადგან მასში მოყვანილი დამწერლობა უტყუარი მტკიცებულეა გახლდათ იმისა,რომ უნგრული ცივილიზაცია ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია იყო დედამიწაზე.სხვა მრავალ ვერსიასთან ერთად,მეცნიერთა ერთმა ნაწილმა გამოთქვა აზრი,რომ აღნიშნული კოდექსი კიდევ ერთი ფალსიფიკაცია გახლდათ თავისი ნაციონალისტური ხედვებით განთქმული უნგრელის – სამუელ ნემეშისა (1796-1842 წლები),რომელიც იმასაც კი ირწმუნებოდა,რომ ბიბლიაში მოყვანილი პერსონაჟები უნგრელები იყვნენ.მეცნიერთა აზრით,სამუელისაგან,რომელმაც არაერთი ანტიკვარული ნივთის ფალსიფიცირება მოახდინა (მათ შორის რუკების,ხელნაწერებისა და სხვა),არც ამ კოდექსის შექმნა იქნებოდა რთული.ასეა თუ ისე,”როჰონცის კოდექსი” დღემდე იმ იშვიათ ხელნაწერს წარმოადგენს,რომლის ახსნასაც კვლავაც აქტიურად ცდილობენ მსოფლიოს წამყვანი სპეციოალისტები. (ავტორი ჯი)