“გებელსების ბავშვები”
“გებელსების ბავშვები” - გახლდათ ხუთი გოგონა და ერთი ვაჟი,”მესამე რაიხის” ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირის,პროპაგანდის მინისტრისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების უმთავრესი “გმირის” – პაულ იოზეფ გებელსის (1897-1945 წლები) და იოჰანა მარია მაგდალენა (მაგდა) გებელსისა (1901-1945 წლები).1945 წლის 1 მაისს,მას შემდეგ,რაც ბერლინის ბუნკერში თავი მოიკლა ადოლფ ჰიტლერმა – ევა ბრაუნთან ერთად,გებელსების წყვილმა “ციანიდის მჟავის” მეშვეობით,ჩაიდინეს უსაშინლესი აქტი და მოწამლეს მათივე უდანაშაულო,ღვიძლი შვილები. (ავტორი გენია.ჯი) მაგდა გებელსი,სანამ იოზეფ გებელსზე დაქორწინდებოდა,პირველ ქორწინებაში იმყოფებოდა კვანდტის გვარის მქონე მამაკცთან,რომელთანაც თანაცხოვრებაში ერთი ვაჟი ხარალდ კვანდტი ჰყავდა.ხარალდი მეორე მსოფლიო ომში აქტიურად იყო ჩართული,რა დროსაც ტყვედ იქნა აყვანილი.ფაქტიურად იგი ერთადრეთი შვილი აღმოჩნდა მაგდა გებელსისა,რომელიც ცოცხალი გადაურჩა მეორე მსოფლიო ომს.
იოზეფი და მაგდა გებელსები შვილების მკვლელობას და შემდეგ თვითმკვლელობას,ადოლფ ჰიტლერის სიკვდილამდე ადრე გეგმავდნენ.1945 წლით დათარიღებულ მაგდას მიერ დაწერილ წერილში,რომელიც ჩრდილოეთ აფრიკის ტყვეთა ბანაკში მყოფ ვაჟს – ხარალდ კვანდტს გაუგზავნა,ეწერა:
“მსოფლიო,რომელიც ჩვენი ფიურერის შემდეგ მოვა,არ ღირს იმად,რომ მასში ვიცხოვროთ.სწორედ ამიტომ ჩემი შვილები ჩემთან ერთად იქნებიან. (ავტორი გენია.ჯი) ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნება,ისინი იმ სამყაროში დავტოვო,რომელიც მოდის.იმედია უფალი გამიგებს,თუ რატომ გადავწყვიტე საკუთარ თავზე ამეღო მათი გადარჩენა!”.
1945 წლის 1 მაისს,მაშინ როდესაც ბავშვები დასაძინებლად დაწვნენ,მაგდა გებელსმა ბავშვებს მიმართა:
“არ შეგეშინდეთ,ექიმი გაგიკეთებთ იმ ნემსს,რომელსაც ყველა ბავშვს და ნამდვილ მებრძოლებს უკეთებენ”.
ამ სიტყვების შემდეგ მაგდა გებელსმა ბავშვების ოთახი დატოვა.ხოლო ექიმმა კურცმა 10 წუთის ინტერვალით ექვსივე ბავშვს დასაძინებელი ინექცია გაუკეთა.რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ მაგდა გებელსი ბავშვების ოთახში შევიდა.ხელში კი “ციანიდის მჟავის” კაფსულები ეკავა. (ავტორი გენია.ჯი) მან ვერ შესძლო საკუთარი ხელით შეესრულებინა შვილების მკვლეობა და ექიმ კურცს სთხოვა დახმარება.თუმცა ექიმმა ამაზე უარი განუცხადა.მაშინ მაგდა გებელსმა სთხოვა,რომ კურცს ექიმ შტუმფეგერზე დაეძახა.ლუდვიგ შტუმფეგერი ექიმ კუნცზე ერთი წლით უმცროსი იყო და იგი ჰაინრიხ ჰიმლერის სანდო პირთა წრიდან გახლდათ.სწორედ მან მოახდინა იოზეფ გებელსისა და მაგდა გებელსის ექვსი შვილის:
ჰელგა სუზანა (1932-45 წლები),ჰილდეგარდ ტრაუდლ (1934-45 წლები),ჰელმუტ ქრისტიანი (1935-45 წლები),ჰოლდინე კატრინ (1937-45 წლები),ჰედვიგ იოჰანა (1938-35 წლები) და ჰეიდუნ ელიზაბეტ 1949-45 წლები) გებელსების მკვლელობა (მოწამვლა) “ციანიდის მჟავით”.
იმავე დღეს (1945 წლის 1 მაისი) იოზეფ და მაგდა გებელსმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.