მაქსიმ მორკი – “ეპიზოდი”
ცნობილი რუსი მწერლის,პროზაიკოსისა და დრამატურგის – მაქსიმ მორკის (1868-1936 წლები) დამოკიდებულება ქრისტიანული რწმენისა და ეკლესიისადმი,არაერთგვაროვანი იყო.ახალგაზრდობაში იგი მორწმუნე ქრისტიანი იყო და ხშირადაც დადიოდა ეკლესიებსა და მონასტრებში. (ავტორი გენია.ჯი) ჰყავდა მოძღვარი და არაერთი დიალოგი გაუმართავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ – იოანე კრონშტადსტკელთან.გარდა ამისა,ჰყავდა ნათლულებიც.მათ შორის იყო ებრაული წარმომავლობის მქონე რუსი ბოლშევიკისა და რევოლუციონერის – იაკობ სვერდლოვის ძმა – ზინოვია.მაქსიმ გორკი,გარკვეული ხნის მანძილზე,დიდ რუს მწერალთან – ალექსანდრე ტოლსტოისთან ერთად დიდ ფინანსურ დახმარებას უწევდა ემიგრაციაში მყოფ რუს ქრისტიან-მალაკნებს (ერთ-ერთი ქრისტიანული სექტა რუსეთში,უკიდურესად პროტესტანტული სექტის – “დუხობორების” ნაირსახეობა).მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტებისა,შეიძლება თამამად განვაცხადოთ,რომ – მაქსიმ გორკი მაინც ვერ ჩამოყალიბდა რელიგიურ ადამიანად და იგი,ათეისტადაც კი იქცა.ერთ-ერთი თავისი გამოსვლის დროს,ათეისტმა რუსმა მწერალმა მაქსიმ გორკიმ აღნიშნა: “იმ სიყვარულში,რომელსაც გვიქადაგებენ ქრისტიანი სასულიერო პირები,კაცობრიობის მიმართ გამოხატული სიძულვილის უდიდესი რაოდენობაა ჩაქსოვილიო”.გარდა ამ საშინელი და ამაზრზენი გამონათქვამისა,მის სინდისზეა ის ერთ-ერთი ხელმოწერაც,რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას სთხოვდა მიწასთან გაესწორებინათ მოსკოვში მდებარე “მაცხოვრის საკათედრო ტაძარი. და 1931 წლის 5 დეკემბერს კომუნისტებმა “საბჭოთა ინტელიგენციის” თხოვნის საფუძველზე,რომელსაც ხელს აწერდა მაქსიმ გორკიც,აფეთქებულ და მიწასთან გასწორებულ იქნა “მაცხოვრის საკათედრო ტაძრის” გრანდიოზული მართლმადიდებლური კომპლექსი… (ავტორი გენია.ჯი)