„დამაკვირდი”

1. „სიყვარულს კანონებს ვერ დაუდგენ – არ ცნობს ბატონებს”. – ანდრეას გრიფიუსი

* * *

2. „ქვეყნად ვერ ნახავთ ბოროტებას, შურზე უარესს!” – პალადიოსი

* * *

3. „ოქროს ქისას გონიერი მეგობარი ამჯობინე”. – კასია

* * *

4. „ვინც მთელს მსოფლიოს ეპოტინება, მასვე წალეკავს ჟამთა დინება”. – ალბრეხტ დიურერი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

5. „ერიდე ბოროტ მეზობელს, ან მოუთმინე, თუ გინდა, რომ ადამიანთა გვერდით იცხოვრო, რამეთუ არავის არ სურს სხვისი სიკეთე – ასეა მოწყობილი წუთისოფელი”. – მარტინ ლუთერი

* * *

6. „ღარიბისათვის სამართალი რკინის კარით არის ჩარაზული”. – ფრიდრიხ ლოგაუ

* * *

7. „შექმნა ძნელია,ძრახვა იოლი…” – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

* * *

8. „რას გარგებს ბევრი ცოდნა, თუ ვერ გამოიყენე?’ – ფრანჩესკო პეტრარკა – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

9. „დაბნეულად ლაპარაკი ბევრს შეუძლია, დალაგებულად ლაპარაკი – ცოტას”. – გალილეო გალილეი

* * *

10. „თუ გსურთ ვინმე დაარწმუნოთ, რომ ცუდად ცხოვრობს, იცხოვრეთ კარგად. ადამიანს სჯერა ის, რასაც ხედავს”. – ჰენრი ტორო