გიორგი ჟუკოვის პასუხი სტალინს…
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,საბჭოთა გენსეკთან – იოსებ სტალინთან მიმდინარეობდა შეხვედრა,რომელსაც მარშალი გიორგი ჟუკოვიც ესწრებოდა.მას შემდეგ,რაც შეხვედრა დასრულდა,კაბინეტიდან გამოსულმა ჟუკოვმა,რომელიც მეტად გაბრაზებული ჩანდა,ჩუმად ჩაილაპარაკა: “ულვაშებიანი ეშმაკი!” აღნიშნული ჩალაპარაკება იქვე მდგომმა ლავრენტი ბერიამ მოისმინა და გაგონილი უმალვე სტალინს მოახსენა.ბელადმა,მარშალი ჟუკოვი,სასწრაფო წესით უკანვე მიიხმო და მას შემდეგ,რაც მის წინაშე წარსდგა,უხეშად ჰკითხა: “ამხანაგო ჟუკოვო,ვინ იგულისხმეთ,როცა ჩემი კაბინეტიდან გასულმა ჩაილაპარაკეთ: “ულვაშებიანი ეშმაკი?” გიორგი ჟუკოვს სტალინის შეკითხვამ ფერი წაუვიდა,თუმცა უმალვე მოეგო გონს და უპასუხა: “ადოლფ ჰიტლერი,რასაკვირველია”. “და თქვენ ვინ იგულისხმეთ,ამხანაგო ბერია!?” გაბრაზებულმა მიმართა დამფრთხალ ლავრენტის ბელადმა… (ავტორი გენია.ჯი)