ლეონარდო და ვინჩის ნააზრევი…
1. “მე გამომგონებელი ვარ,ხოლო გამომგონებლები შუამავლები არიან ბუნებასა და ადამიანებს შორის: განსხვავებით მათგან,ვინც სხვების გაკეთებულს იმეორებს და სხვის მიერ შექმნილის გადამღერებას გვთავაზობს,ისინი ბუნებისა და საკუთარი გონების კარნახით ქმნიან და ნერგავენ სრულიად ახალსა და უჩვეულოს.ხოლო მიმბაძველთა უმრავლესობა ბევრს ვერაფერს სწავლობს ბუნებისაგან,რადგან მათ უყვართ სხვისი სამოსის ტარება,რომლის გარეშეც პირუტყვისაგან ვერ განასხვავებთ”. (ავტორი გენია.ჯი)
2. “ღმერთი ყველა სიკეთეს ძალისხმევის ფასად ყიდის”.
3. “ადამიანები,რომლებიც ეთაყვანებიან მხოლოდ პრაქტიკას და არად მიიჩნევენ თეორიას,იმ გემის მგზავრებს ჰგვანან,რომელსაც არა აქვს საჭე და რომლის მესაჭესაც არა აქვს კომპასი.როდესაც მეკითხებიან,როგორ იბადება შენი თეორიული კანონები და ვის რაში გამოადგება ისინიო,პასუხად ვეუბნები: ეს კანონები ინჟირებსა და გამომგონებლებს აღვირს ამოსდებს და არ მისცემს მათ საშუალებას,დაჰპირდნენ საკუთარ თავს და სხვებს შეუძლებელს,რის გამოც შეიძლება მატყუარებად ან შეშლილებად შერაცხონ”.
4. “მხოლოდ მეცნიერული მიდგომა გამოარჩევს ჭეშმარიტებას სიცრუისაგან”.
5. “შეყვარებულს მისი ტრფობის საგანი ამოძრავებს,ისევე,როგორც შეგრძნება – შემგრძნობს.შეიერთებს მას და ორივე ერთარსად იქცევა.თუკი საყვარელი საგანი უღირსებოა,შეყვარებულიც საკუთარ თავს უღირსებო არსებად აქცევს; მაგრამ თუ მისი ტრფობის საგანი მისი შესაფერისია და შეშვენის მას,ისიც ხარობს,კმაყოფილია და განიცდის სიამოვნებას.როცა შეყვარებული შეუერთდება თავის საყვარელ არსებას,იგი მშვიდდება; როცა ტვირთი დევს,იგი მშვიდ მდგომარეობას ინარჩუნებს; საგანი,რომელსაც შევიცნობთ,ჩვენს ინტელექტსი განისვენებს მშვიდად”.
6. “გაფრთხილდი,რომ ის,რასაც უარყოფ,მოულოდნელად სასჯელის სახით არ დაგატყდეს თავს”.
7. “ვინც ცდილობს უმარტივესი დასაბუთებით ამოუცნობისა და იდუმალის შესახებ არსებული მონაცემების უარყოფას,შეიძლება გონებაშეზღუდული ვუწოდოთ მხოლოდ’.
8. “ძილი სიკვდილს ჰგავს.ამიტომაც შეიძლება ითქვას,რომ ზარმაცი ადამიანი დროზე ადრე კვდება, და თან არაერთგზის”. (ავტორი გენია.ჯი)
9. “დიად საქმეებს ჯილდოდ არგუნებენ ოდენ შიმშილსა და წყურვილს,გაჭირვებასა და მძიმე დარტყმებს,დაცინვასა და ლანძღვას,სიმუხთლესა და ფლიდობას”.
10. “აზრიანად გავლილი ცხოვრება ხანგრძლივი ცხოვრებაა”. (ავტორი გენია.ჯი)