ენდი უორჰოლის შესახებ…
ენდი უორჰოლი (1928-1987 წლები) – წარმოადგენდა რუსინული წარმომავლობის მქონე (აღმოსავლეთსლავური ეთნიკური ჯგუფი,რომლებიც ძირითადად ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ ევროპაში) დიდ ამერიკელ მხატვარს,ავანგარდისტ კინოხელოვანს,მწერალსა და პოპ-არტის მიმდინარეობის ფუძემდებელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. (ავტორი გენია.ჯი) 1968 წლის 3 ივნისს,მანჰეტენზე მდებარე არტ-სტუდია – “ფაბრიკა”-ში,ენდი უორჰოლზე თავდასხმა განახორციელა რადიკალმა ფემნისიტმა ქალმა,მწერალმა და დრამატურგმა – ვალერია ჯინ სოლანასმა,რომელსაც მანამდე უირჰოლის რამდენიმე ფილმში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.მან ენდის სამჯერ ესროლა მუცლის არეში,რის შემდეგაც გარეთ გავიდა და იქვე მდგომ პოლიციელს უთხრა: “მე ვესროლე უორჰოლს”.სოლანასი დაკავებულ იქნა,თუმცა უორჰოლმა უარი განაცხადა მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.მიუხედავად ამისა,სასამრთლოს ვალერიას სამწლიანი თავისუფლების აღკვეთა და იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მაინც მიესაჯა.როგორც ცნობილი გახდა,თავდასხმის მოტიოვი იყო ის,რომ უორლოჰმა უარი განუცხადა სოლანასისს მის მიერ დაწერილი პიესის მიხედვით გადაეღო ფილმი.მანამდე კი,ენდის ხუთ საათიანი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა და საბედნიეროდ გადარჩა.საავადმყოფოში 6 კვირიანი მკურნალობის შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა.ამ მოვლენამ უორლოჰზე საშინელი გავლენა იქონია.მას ძალიან ეშინოდა ღამით მარტო ქუჩაში გავლის.გარდა ამისა,მოუხშირა სიარულს ეკლესიაში; შეიცვალა მისი ხასიათი ხელოვნებაში.მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა სიკვდილზე მიძღვნილმა თემატიკამ.იგი სიკვდილს ადამიანისათვის ყველაზე განსაცვიფრებელ მოვლენად მიიჩნევდა ცხოვრებაში.ერთი სიტყვით,ენდიზე თავდასხმამ მისი ცხოვრება საბოლოოდ შეცვალა.
ცნობილია ისიც,რომ მას ბავშვობიდანვე ძალიან ეშინოდა ექიმების.ენდი,დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა ნაღვლის ბუშტის ტკივილით,თუმცა წლების მანძილზე კატეგორიულ უარს აცხადებდა სავადმყოფოში წასვლაზე.საბოლოოდ ისე შეაწუხა გაუსაძლისმა ტკივილებმა,რომ საავადმყოფოში წავიდა და იმათ ხელში (ექიმები) ჩაიგდო თავი,ვისიც მთელი ცხოვრება ეშინოდა. 1987 წლის 21 თებერვალს,საავადმყოფოს მედპერსონალმა ენდის ოპერაცია გაუკეთა,მომდევნო დილით კი ექიმებმა ქვეყნიერებას “ამცნეს”,რომ არტ-პოპის “მეფე” – ენდი უორლოჰი,გულის არითმიის შედეგად გარდაიცვალა… (ავტორი გენია.ჯი)