(რაბინი) მეირ დავიდ კაჰანე – “აჰავათ ისრაელ!”
ისრაელის სახელმწიფოს უმაღლესი ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს,ქნესეთის მე-11 მოწვევის დეპუტატი,პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწე,პუბლიცისტი და ებრაული ნაციონალიზმის ერთ-ერთი თავლსაჩინო წარმომადგენელი - (რაბინი) მეირ დავიდ კაჰანე (1932-1990 წლები),რომელიც 1990 წლის 5 ნოემბერს,ნიუ-იორკში ლექციის დასრულების შემდგომ მანჰეტენზე,პალესტინელი არაბის – ელ საიდ ნუსარის მიერ იქნა მოკლული,ებრაელებს მოუწოდებდა – “აჰავათ ისრაელ!”,რაც თარგმანით “ისრაელის სიყვარულს” აღნიშნავს.მის ამ მოწოდებას ათასობით ებრაელი შემოუერთდა,რა დროსაც კაჰანემ საჯაროდ განაცხადა:
“აჰავათ ისრაელ! რას აღნიშნავს ეს სიტყვები? იგი არის სიყვარული ყველა ებრაელისადმი,საკუთარი თავის ჩათვლით.იგი არის სიტყვები იმისათვის,რომ ებრაელები ვალდებული არიან უყვარდეთ თავიანთი სამშობლო და თავიანთი ერი.აღნიშნული კი მეტწილად გადაავიწყდათ ამერიკაში მაცხოვრებელ ებრაელებს,რომლებიც დუმან ჩვენი ქვეყნის კატასტროფის დღეებში.ეს სიტყვები დაავიწყდათ მათ,ვინც ცდილობდა და ცდილობს გაქცეოდა ან გაექცეს თავის ნამდვილ ეროვნულ წარმომავლობას. (ავტორი გენია.ჯი) ამ სიტყვების გაგება უცხოა იმ მემარჯვენეებისათვის და ლიბერალებისათვის,რომლებიც მზად არიან იბრძოლონ ყველაფრისათვის,გარდა საკუთარი ერის ინტერესებისა.”აჰავათ ისრაელ” – დავიწყებულ იქნა მათ მიერაც,ვინც ღარიბი ებრაული კვარტლების მიმართ გულგრილია. (ავტორი გენია.ჯი) ის ვინც ისრაელს მოიხსენიებს,როგორც “იმპერიალისტურ აგრესორს” და აცხადებს,რომ ბედი საბჭოთა კავშირში მაცხოვრებელი ებრაელებისა სულერთია და “ეს მათი საქმე არ არის”,მათთვის ყოვლად შეუძლებელია ჩაწვდნენ ამ უდიდესი და უდიადესი სიტყვების არსს,რასაც “აჰავათ ისრაელ”-ი ჰქვია”.