რატომ ადანაშაულებდნენ “პლაგიატში” მიხეილ შოლოხოვს?
გამოჩენილ რუს მწერალს,საზოგადო მოღვაწესა და “ნობელის პრემიის” ლაურეატს ლიტერატურაში – მიხეილ შოლოხოვს (1905-1984 წლები),მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევდა თავის მართლება იმის თაობაზე,რომ “პლაგიატი” არ იყო.როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,მან თავისი ყველაზე ცნობილი რომანი-ეპოპეა – “წყნარი დონი” (რომელმაც 1965 წელს “ნობელის პრემია” მოუტანა),სულ რაღაც 23 წლის ასაკში დაწერა.იმ ასაკში,როდესაც ცხოვრების ლაბირინთებში სრულიად გამოუცდელი იყო.ეჭვს კიდევ უფრო ამყარებდა ისიც,რომ “წყნარი დონის” ავტორს მხოლოდ ოთხი კლასი ჰქონდა დამთვრებული.შესაბამისად,განათლების არ მქონე და ცხოვრების სიღმეებს ჩაუწვდომელი შოლოხოვისაგან,ასეთი დიდი ნაწარმოების შექმნა დიდ ეჭვებს ბადებდა.იმ პერიოდის საზოგადოებასა და ლიტერატურულ წრეებში,შოლოხოვის მიმართ არაერთი შეკითხვა ისმებოდა,რაზეც ახალბედა მწერალს თავის მართლება უწევდა.ის არ უარყოფდა,რომ ოთხი კლასის განათლების მეტი არ მიუღია,თუმცა ხაზს უსვამდა,რომ სწორედ სკოლაში სწავლისას ეზიარა რუსი თუ უცხოელი კლასიკოსების შემოქმედებას.როდესაც მის ახალგაზრდა ასაკს ახსენებდნენ,იმ წუთასვე რუს პოეტსა და პროზაიკოსს – მიხეილ ლერმონტოვს იგონებდა და ყველას შეახსენებდა,რომ მან,თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი “ბოროდინო” 23 წლის ასაკში დაწერა.მიუხედავად ხანგრძლივი დროის გასვლისა,დღემდე ზუსტად ვერავინ დაადგინა: არის თუ არა “სტალინის საყვარელი მწერალი” – მიხეილ შოლოხოვი პლაგიატი? (ავტორი გენია.ჯი)