ჯეიმზ II სტიუარტის გონივრული პასუხი…
ერთ დღეს ინგლისის,შოტლანდიისა და ირლანდიის მეფეს ჯეიმზ II სტიუარტს (1633-1701 წლები),უცნობი ქალბატონი აუდიენციისათვის ეწვია.აუდიენციისას ქალმა ჯეიმზს უთხრა:
” – მთელი ცხოვრებაა ვნატრობ,რომ ჩემი შვილი ჯელტმენად ვაქციო,თუმცა არაფერი გამომდის.ჩემი ოცნების ასახდენად კი თქვენი თვალის ერთი დახამხამებაც საკმარისია და უარს ნუ მეტყვით დახმარებაზე”.
ჯეიმზი,რომელიც მთელი თავისი მეფობის განმავლობაში კათოლიკური ეკლესიის პოზიციების განმტკიცების პოლიტიკას ატარებდა და გამოსცა კიდეც “დეკლარაცია სჯულთშემწყნარებლობის შესახებ”,მცირეოდენი ხნით ჩაფიქრდა და ბოლოს ქალბატონს ასე უპასუხა:
” – ქალბატონო,მე შემიძლია,თქვენი ვაჟი თავადად,გრაფად და ლორდად ვაქციო,მაგრამ თუკი მას თანდაყოლილი დადებითი თვისებები არ გააჩნია და შესაბამისი აღზრდა არა აქვს მიღებული,ჯენლტმენად მე კი არა თვით მამაზეციერიც კი ვერ აქცევს”. (ავტორი გენია.ჯი)