“გენიალური ქართველების” ნააზრევი…
1. “კაცთა მომნიჭებელი პირველი სიმდიდრე წიგნთა მოძღვრებაი არს”. – დავით აღმაშენებელი
2. “თუ შენგან არვინ გაიხარებს,შენი პირი კუპრის სწორია”. – სარგის თმოგველი (ავტორი გენია.ჯი)
3. “კარგი რამ მჭირდეს,გიკვირდეს,ავი რა საკვირველია!” – შოთა რუსთაველი
4. “ყოველი ცნობა და ჭკუა კაცისა ტვინსა შიგ არს… თუ ტვინი სრულ არს,კაცისა ჭკუა სრული იქნების”. – ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი
5. “მეომარი უნდა ვარგოდეს,თორემ თავის დროზე ყველა იარაღი კარგია”. – გიორგი სააკაძე
6. “ვის სიცოცხლე მწარე ჰქონდეს,სიკვდილი თქვა შოთამ ტკბილად”. – თეიმურაზ I
7. “უშვილოთა სჯობს სიკვდილი უგუნურთ შვილთა ყოლასა”. – არჩილ მეფე
8. “თუ მეფეს სძინავ,ქვეყანა ვერ დაიძინებს შვებითა”. – სულხან-საბა ორბელიანი
9. “ენა უკლიტოდ მორბედი ჭირია ულხინებელი”. – ვახტანგ VI
9. “უგვანოდ დიდთა მძებნელსა პატარაც დაეკარგება”. – დავით გურამიშვილი
10. “არა დავსცხრე,ვიდრე ვიყო”. – ანტონ I (ავტორი გენია.ჯი)
11. “ვისაც ხელთ გქონდეთ ნება გულისა,იგემეთ სიტკბო სიყვარულისა”. – ალექსანდრე ჭავჭავაძე
12. “ჩვენი გონება არს ჩვენი ღმერთი”. – გრიგოლ ორბელიანი
13. “ნეტარ არს ერი,ბრძნისა მეფისა მიერ წარმართული”. – სოლომონ დოდაშვილი
14. “ჩვენს დროში კაცი,მოკლებული სწავლასა,საცოდავ კაცად ითვლება,ხოლო უმეცრება – ყოველივე ბოროტების წყაროდ”. – გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)
15. “მშვენიერება ნათელია,ზეცით მოსული”. – ნიკოლოზ ბარათაშვილი
16. “მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის”. – ილია ჭავჭავაძე
17. “ნეტავი იმას,ვისაც კი მადლიერი ჰყავს ქვეყანა!” – ვაჟა-ფშაველა
18. “მშობლიური ენის და წიგნის უარყოფა თავისი თავის უარყოფაა,თავისი თავის გათახსირება”. – იაკობ გოგებაშვილი
19. “იმ მდინარის გეშინოდეს,რომელიც არ ხმაურობს”. – გალაკტიონ ტაბიძე (ავტორი გენია.ჯი)
20. “მლიქვნელთა თათბირი არც ერთ მეფეს არ გამოსდგომია”. -კონსტანტინე გამსახურდია