ჰორაციო ალკუინი – “რა არის ადამიანი?”
გენიალურ ანგლო-საქსელ სწავლულს,თეოლოგს,პოეტს,ლოგიკოსსა და პედაგოგს – ჰორაციო ალკუინს (დაახლოებით 735-804 წლები),ერთ-ერთმა ცნობისმოყვარე მოსწავლემ ჰკითხა:
- რა არის მთვარე?
- ღამის თვალი,ნამის უხვად გამცემი და ქარიშხლის მაუწყებელი, – უპასუხა ალკუინმა.
- ვარსკვლავები რაღაა?
- ვარსკვლავებიანი ცა ზეცის ფერწერული ნამუშევარია.ვარსკვლავები ღამის სამკაულები და მეზღვაურთა მესაჭენი არიან, – არ დაახანა დიდმა სწავლულმა.
- რა არის ადამიანი? – ჩაურღმავდა მოსწავლე.
ალკუინი მცირეოდენი ხნით დადუმდა,რის შემდეგაც ცნობისმოყვარე მოსწავლეს მიუგო:
- ადამიანი ქარში ანთებული ლამპარია! (ავტორი გენია.ჯი)