„წმინდა ფრანცისკანელი” ბერის მოძღვრებიდან…
„ჭეშმარიტ რწმენას აქვს მხოლოდ ერთი სახე და გამოხატვის ერთი ხერხი, რაც თავის დროზე კარგად ახსნეს ეკლესიის მამებმა. ურწმუნოება კი შეიძლება იყოს მრავალსახოვანი – როგოც პირდაპირი, ანუ დაუფარავი უღვთოობით გამოხატული, ისე აზრთა წყობაში საგულდაგულოდ შენიღბული და შეფუთული და სწორედ ამ უკანასკნელის ამოცნობაა ძნელი, რადგან ერესი და ურწმუნოება ორაზროვანის უკან იმალება.ხოლო როდესაც ვიღაცა, წარმოშობით იტალიელი, წერს მარცხენა ხელით და თანაც თურქივით თუ ებრაელივით მარჯვნიდან მარცხნივ, ასეთ ადამიანს ყველაზე უკეთ ეხერხება საკუთარი მრწამსისა და აზრების შენიღბვა. გადაჭრით არაფრის მტკიცება არ შემიძლია და ახლა აზრიც არა აქვს ამას, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ ბუნების მოვლენების კვლევისას გამოჩენილ უზომო ქედმაღლობასა და ცნობისმოყვარეობას მერყევი სულები სახიფათო ბილიკებზე გაჰყავს, სადაც ისინი უგზო-უკვლოდ ხეტიალსა და ბორძიკს იწყებენ, მაშინ, როცა გზა ჭეშმარიტი რწმენისა სწორი და ნათელია.
რწმენადაკარგული ადამიანის ცდომილებაში ჩაფლული სული იმდენად უსახო და ბნელით მოსილია, რომ მასში ძნელია რაიმეს დანახვა და გარჩევა. ხოლო რაც შეეხება ჭეშმარიტი რწმენის გამოვლინებას, ის იმდენად მრავალგვარი და მრავალფეროვანია, რომ შეიძლება შევადაროთ სხვადასხვა ხეხილით სავსე დიდ ბაღს, რომელშიც მრავალი მცენარე იზრდება და სხვადასხვა სახის ნაყოფი მწიფს”. – (ავტორი გენია.ჯი)