იცით თუ არა,რომ
1. იალტის ანტიჰიტლერული კოალიციის კონფერენციაზე,რომელიც იმართებოდა 1945 წლის 4 თებერვლიდან 11 თებერვლამდე,ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა იოსებ სტალინს ჰკითხა,თუ ვინ იყო ლავრენტი ბერია,რაზეც საბჭოთა ბელადისაგან მიიღო პასუხი: “ის ჩვენი ქიმერაა!” (ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით – ქიმერა წარმოადგენდა ცეცხლისმფრქვეველ ურჩხულს).
2. ისტორიკოსთა დასკვნების მიხედვით,მსოფლიოს ხუთ ყველაზე ძლევამოსილ არმიებს ისტორიაში წარმოადგენდნენ – 1. ალექსანდრე მაკედონელის არმია; 2. რომაული ლეგიონები; 3. მონღოლების არმია; 4. ესპანური ტერცია და ნაპოლეონის დიდი არმია.
3. ფილიპინების დიქტატორის – ფერდინანდ მარკოსის მეუღლეს – იმელდა რომუალდეს მარკოსს,უსასტიკესი ხასიათისა და თვისებების გამო – “რკინის პეპელას” უწოდებდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
4. XVII-XIX საუკუნეებში ზოგიერთ წიგნის გარეკანს ადამიანის ტყავით აფორმებდნენ.ყველაზე ხშირად ასეთი მასალისაგან “დეკორაციას” – ანატომიის წიგნების გარეკანებისათვის გამოიყენებდნენ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ასეთ შემთხვევბში გამოიყენებოდა რიგ დანაშაულებებში ბრალდებული და სიკვდილით დასჯილი პატიმრების ტყავები.გარდა ამისა,იყო შემთხვევები,როდესაც თავიანთ ტყავს წიგნების გარეკანის გასაფორმებლად ანდერძითაც ტოვებდნენ.
5. რიო-დე-ჟანეიროში იმართება კარნავალი,რომელსაც – “Suvaco do Cristo” ჰქვია,რაც თარგმანით – “ქრისტეს იღლიას” აღნიშნავს.ასეთი უცნაური სახელწოდება კარნავალმა იქიდან მიიღო,რომ რაიონი ჟარდინ-ბოტანიკუ (კარნავალის გამართვის ადგილი) იწყება იმ ადგილას,სადაც იესო ქრისტეს უზარმაზარი ქანდაკების მარჯვენა ხელია აღმართული.
6. 2013 წლის 31 დეკემბერის ღამით Golden Green-ის კრემატორიუმიდან მცდელობა იყო გაეტაცათ გენიალური ავსტრიელი ნევროპათოლოგის,ფსიქიატრის,ფსიქოლოგისა და ფსიქოანალიზის ფუძემდებლის – ზიგმუნდ ფროიდის ფერფლი,თუმცა მძარცველებმა,უცნობი მიზეზების გამო,მისი გატაცება ვერ მოახერხეს.სამაგიეროდ დაზიანებულ იქნა ის ძველბერძნული ურნა,რომელშიც დაცულია ზიგმუნდ ფროიდის ფერფლი.აღნიშნული დანაშაული დღემდე გაუხსნელია.
7. 1982 წლის 8 დეკემბერს ვინმე – ნორმან მეიერმა დანაღმა და მძევლად აიყვანა (არც მეტი და არც ნაკლები) – ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი.მისი მოთხოვნა მდგომარეობდა იმაში,რომ ქვეყანას ბირთვული იარაღი გაეუქმებინა.ძეგლის მძევლად აყვანიდან მალევე,ნორმა მეიერი სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.
8. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,ერთ-ერთი საბჭოთა პროპაგანდის გაზეთ “იზვესტიაში”,სულ სამი რუბრიკა იბეჭდებოდა: “საზღვარგარეთის”,”ფრონტის” და “ზურგის”.
9. ინგლისის ფლოტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადმირალის – ჰორაციო ნელსონის (სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი ტრაფალგარის ბრძოლაში) უკანასკნელი სიტყვები იყო – “და ბოლოს მეც მომკლეს”. (ავტორი გენია.ჯი)
10. პალეანთოლოგთა აზრით,ფუტკრები დედამიწაზე 30 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ,ადამიანებმა კი თაფლი ჯერ კიდევ ქვის ხანაში გასინჯეს.