“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. “სულელურ შეკითხვებზე პასუხს არ ვიძლევით,ხოლო გონიერ შეკითხვებზე – პასუხის გაცემა არ შეგვიძლია!”
2. ”ცხოვრება – სევდიანია,სამაგიეროდ ხელფასია – სასაცილო”. (ავტორი გენია.ჯი)
3. “მივუტევებთ და… მაშინვე მოგვიმტვრევენ თავ-ყბას”.
4. “გონიერს რომ მწვრთნელი უყვარს,უგუნურს სწორედ ეგ ზაფრავს…”
5. “ცნობილია: ქვეყნის მართვა თავის მომართვიდან იწყება”.
6. “სუფთა სინდისი – საუკეთესო საძილე აბია”.
7. “რუსული ტანკი ისეთი საშიში არ არის,როგორიც მისი მთვრალი ეკიპაჟი”.
8. “მე ვიყავი ფხიზელი… ის კი მაკიაჟის გარეშე… და ჩვენ ერთმანეთს უსიტყვოდ გავეყარეთ…”
9. “ცხოვრება – სიკვდილის რიგში დგომაა და სულელია ის,ვინც ურიგოდ ცდილობს წასვლას…”
10. “იმისათვის,რომ ბავშვებმა ფეხზე გაიარონ,საჭიროა ისინი კისრიდან ჩამოვსვათ”.
11. “უმჯობესია 10-ჯერ გავხდეთ ავად,ვიდრე ერთხელ მოვკვდეთ”.
12. “ამ ცხოვრებაში რამდენი რამ არის საინტერესო და სამწუხაროდ,რაოდენ ცოტაა დაინტერესებული!”
13. “ის სურვილი,რომლის ახდენისთვისაც ფული არ გვყოფნის – ოცნებას წარმოადგენს”.
14. ”აღარასოდეს დადგება,თორემ,ნეტა,იმ დროს…” (ავტორი გენია.ჯი)
15. “სიყვარული გვეხმარება დროის მოკვლაში,ხოლო დრო გვეხმარება სიყვარულის მოკვლაში”.