ვაცლავ ჰაველის წიგნიდან – “ძალა უძალოთა”
“მთავრობა იწოდება სახალხო მთავრობად,მუშათა კლასი ითრგუნება მუშათა კლასის სახელით.ხალხისათვის ინფორმაციის დამალვა სასარგებლოდ მიიჩნევა.ხელისუფლების თვითნებობა კანონიერების დაცვად ცხადდება.კულტურის რეპრესია – მის განვითარებად,არჩევნების გაყალბება უმაღლესი დემოკრატიაა,დამოუკიდებელი აზროვნების აკრძალვა – მსოფლიოში ყველაზე მეცნიერული შეხედულებების ქონა,სამხედრო ოკუპაცია – ძმური დახმარება.იმის გამო,რომ რეჟიმი თავისივე სიცრუის ტყვეა,იგი აყალბებს ყველაფერს: აყალბებს წარსულს,აყალბებს აწმყოს და მომავალს,აყალბებს სტატისტიკას.
ადამიანებს არ სჭირდებათ ყველა ამ მისტიფიკაციის დაჯერება,მაგრამ ისე უნდა მოიქცნენ,თითქოს სჯერათ,ანდა ფეხი აუწყონ იმათ,ვისაც ამით გააქვს თავი. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ ისინი სიცრუეში ცხოვრობენ.მათ არ სჭირდებათ,იცრუონ,საკმარისია,მიიღონ ცხოვრება სიცრუით და სიცრუეში.სწორედ ამიტომ ადამიანები მხარს უჭერენ სისტემას,ქმნიან ამ სისტემას,თავად არიან ამ სისტემის მონაწილენი. (ავტორი გენია.ჯი)