დაწვეს თუ არა კოცონზე – ჯორდანო ფილიპო ბრუნო?
გენიალური იტალიელი ასტრონომის,ასტროლოგის,პოეტისა და ფილოსოფოსის - ჯორდანო ფილიპო ბრუნოს (1548-1600 წლები) მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის შესახებ,არაერთი ჰიპოთეზა იქნა გამოთქმული საუკუნეების განმავლობაში.აღნიშნულ პოსტში წარმოგიდგენთ ისეთ დოკუმენტურ მასალებს,რომლებიც კარდინალურად ცვლიან საყოველთაოდ დამკვიდრებულ თეორემას იმისა,რომ კაცობრიობის იტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი – კოცონზე დაწვეს.
1809 წელს,მას შემდეგ,რაც ნაპოლეონმა ვატიკანის საიდუმლო არქივებიდან გაიტანა ყველა ის დოკუმენტი,რომელიც ინკვიზიციას ეხებოდა.მათ შორის აღმოჩენილ იქნა ჯორდანო ფილიპო ბრუნოს დაკითხვის ოქმები,განაჩენი და სხვა ფასდაუდებელი დოკუმენტები.საფრანგეთში სამეფო ტახტზე ბურბონების საგვარეულო დინასტიის დაბრუნების შემდგომ,რომის პაპმა თხოვნით მიმართა საფრანგეთს,რომ უკან დაებრუნებინა ნაპოლეონის მიერ გატანილი საიდუმლო არქივის ნაწილი. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,ვატიკანის გაოცება და განრისხება გამოიწვია ფრანგების პასუხმა: “ინკვიზიციის არქივების ნაწილი უგზო-უკვლოდ დაიკარგა”.მიუხედავად ასეთი პასუხისა,პარიზში სასწრაფო წესით მივლენილ იქნა პაპის პირადი წარმომადგენელი – გაეტანო მარინი,რომელმაც უდიდესი სამუშაო გასწია იმისათვის,რომ როგორმე აღმოეჩინა ესოდენ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები… და მან,მართლაც შეუძლებელი შეძლო და იპოვა კიდეც დაკარგული არქივი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ გაეტანომ არქივის დიდი ნაწილი სხვადასხვა გასტრონომებსა და ხორცის გამყიდველებთან იპოვა,სადაც უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებს სხვადასხვა პროდუქტების შესაფუთად იყენებდნენ.მას შემდეგ,რაც აღმოჩენის შესახებ მარინიმ რომს შეატყობინა,მიიღო დირექტივა,რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები გაენადგურებინა,თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა,გაეტანომ შეგროვილი არქივის დიდი ნაწილი კი არ გაანადგურა,არამედ პარიზის ქაღალდის გადამამუშავებელ ფაბრიკას მიჰყიდა,როგორც მაკულატურა.ყოველივე ისე ჩანდა,რომ ინკვიზიციის მიერ ჩადენილი საშინელებების შემცველი დოკუმენტური მასალა საბოლოოდ იქნა განადგურებული,თუმცა 1886 წელს ერთ-ერთმა ვატიკანელმა არქივარიუსმა,რომელიც პირადად იყო დაინტერესებული იმ დოკუმენტების აღმოჩენით,რომელიც ჯორდანო ბრუნოს საქმეს ეხებოდა,იმავე ფაბრიკაში,სადაც გაეტანომ გაყიდა “მაკულატურა”,აღმოაჩინა არქივის დიდი ნაწილი.მან აღმოჩენის შესახებ სასწრაფოდ შეატყობინა რომის პაპს ლეო XIII-ს.დღემდე არ არის დადგენილი,თუ რა ხერხითა და მეთოდით შესძლო არქივარიუსმა არქივის ფაბრიკიდან გატანა და მისი რომში ტელეპორტირება.დიდი ხნის მანძილზე ოფიციალური ვატიკანი კატეგორიულად უარყოფდა იმას,რომ აღმოაჩინა ის დოკუმენტები,რომელიც გენიალურ იტალიელ მეცნიერს – ჯორდანო ბრუნოს ეხებოდა.მიუხედავად ამისა, 1942 წელს ვატიკანმა მაინც გამოაქვეყნა ჯორდანო ბრუნოს საქმე.
მასალების გამოქვეყნებას თან დიდი სიურპრიზები სდევდა თან.დოკუმენტებში არაფერი იყო ნათქვამი იმ მეცნიერული დასკვნის შესახებ,რასაც ჯორდანო სიკვდილის წინ ამტკიცებდა: “დედამიწა არ წარმოადგენს სამყაროს ცენტრს,რომელიც თავის მხრივ უსასრულოა”. გასაკვირია ისიც,რომ ჯორდანოსადმი გამოტანილ განაჩენში კონკრეტულად არ არის მითითებული თუ რაში მიუძღოდა მას ბრალი.ფაქტიურად,ვატიკანის მიერ გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა უფრო მეტი კითხვა დაბადა,ვიდრე პასუხი გაგვცა.სწორედ ამიტომ თქვა რიგმა ისტორიკოსებმა: “ისტორიკოსები ვალდებულები ვართ ნათლად გავცეთ შეკითხვებს პასუხი: ბოლოს და ბოლოს დაწვეს თუ არა,ან რისთვის დაწვეს ცოცხლად ჯორდანო ფელიპო ბრუნო?..”
ფაქტია,რომ ჯორდანოსათვის გამოტანილი განაჩენი,ვატიკანისათვის არ იყო მხოლოდ ერესში ბრალდებული უბრალო დომინიკელი-ბერის სიკვდილით დასჯა,ეს მისი ღირსების საქმე იყო. XVI საუკუნის დასასრულს ევროპულ ინტელექტუალურ წრეებში ბრუნო ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი და აღიარებული ინტელექტუალი იყო.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი მეგობრობდა საფრანგეთის მეფეებთან – ანრი III ვალუასთან და ანრი IV დე ბურბონთან,ინგლისისა და ირლანდიის დედოფალთან – ელისაბედ I-თან,რომის საღვთო იმპერატორთან – რუდოლფ II-თან და სხვა ცნობილ ევროპელ მონარქებთან.მას სრულიად თავისუფლად შეეძლო მიეღო პროფესორის მანტია ნებისმიერ ევროპულ უნივერსიტეტში.მის მიერ დაწერილი წიგნები ევროპის საუკეთესო ტიპოგრაფიებში იბეჭდებოდა.მისი მხრიდან მფარველობისა და დახმარების სურვილი,იმ პერიოდის ყველაზე გონიერი ადამიანების ოცნებას წარმოადგენდა.
ჯორდანო ბრუნოს უმთავრეს “სავიზიტო ბარათს” არა კოსმოლოგია,არამედ ბრწყინვალე მეხსიერება წარმოადგენდა,რაც იმ პერიოდში ყველაზე დიდი “კაპიტალი” იყო ინტელექტუალებისა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც მისი თანამედროვეები გადმოგვცემენ,მას ზეპირად ახსოვდა ათასობით წიგნი,დაწყებული წმინდა წერილებიდან დამთავრებული არაბულ ალქიმიურ ტრაქტატებამდე.სწორედ ჯორდანომ შეასწავლა ანრი III-ს მახსოვრობის ხელოვნება.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ საფრანგეთის მეფეს არაერთხელ უამაყია მოკრძალებულ დომინიკელ ბერთან – ჯორდანოსთან მეგობრობით.ელისაბედ I-მა,მისი მეფობის მანძილზე ერთადერთ ადამიანს მისცა უფლება,დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში დაუკაკუნებლად შეეღო მისი საძინებლის კარები და ის ერთადერთი – ჯორდანო ბრუნო იყო.დედოფლის უდიდეს გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევდა ის,თუ როგორ “ანოკაუტებდა” დომინიკელი ბერი სობრონისა და ოქსფორდის პროფესორებს თავისი განუზომელი ინტელექტით,ნებისმიერ საკითხებში.თვითმხილველთა გადმოცემით,ჯორდანოსათვის ინტელექტუალური ბრძოლა ერთგვარ სპორტს წარმაოდგენდა.ოქსფორდის აკადემიკოსები გვაუწყებდნენ,რომ მას შეეძლო შავი თეთრად წარმოეჩინა და ეს დაემტკიცებინა,დღე – ღამედ წარმოეჩინა და ესეც დაემტკიცებინა.სწორედ ეს თვისებები ხიბლავდა ევროპის ყველაზე გავლენიან მონარქებს.ჯორდანოს არაერთხელ დაუფიქსირებია საკუთარი მოსაზრება რელიგიის შესახებ,რაც არ მოსწონდა ვატიკანს და დიდ განრისხებასაც იწვევდა,თუმცა გავლენიანი მფარველების გამოისობით,მის წინააღმდეგ ინკვიზიცია ჯერ-ჯერობით უძლური იყო.როგორც ყველაფერს აქვს დასაწყისი,აქვს დასასრულიც და ასევე იყო ჯორდანოს შემთხვევაშიც.მიუხედავად ევროპელი მეფეების მფარველობისა,იგი იძულებული გახდა ჯერ საფრანგეთში,ხოლო შემდგომ გერმანიაში გაქცეულიყო,რადგან მის მიმართ განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენდა რომის კათოლიკური ეკლესია.ვატიკანის გავლენით,გერმანიაში ოფიციალურად აეკრძალა მას ლექციების კითხვა.ამ მოვლენამ მასზე დიდი გავლენა იქონია და ვენეციიდან პირველივე დაძახებაზე,სამშობლოს დაუბრუნდა.მისი ვენეციაში დაბრუნების ორგანიზატორი ახალგაზრდა ვენეციელი არისტოკრატი – ჯოვანი მიენიგო იყო,რომელმაც გადასცა კიდეც იგი ინკვიზიციის დაუნდობელ ბრჭყალებს.თუმცა,მანამდე,ვენეციამ,რომელიც იმ დროს სუვერენულ რესპუბლიკას წარმოადგენდა,რომის მოთხოვნაზე გადაეცათ ჯორდანო ვატიკანისათვის უარი შემდეგი სიტყვებით განუცხადა: “ვენეცია – სუვერენული რესპუბლიკაა!” ვატიკანის ინტერესი იმდენად დიდი იყო,რომ მათ ორგანიზება გაუწიეს ვენეციაში საკუთარი საელჩოს გახსნას.საინტერესოა ერთ-ერთი იმ ვენეციელი პროკურორის – კონტარინის შენიშვნა,რომელიც კურირებდა ჯორდანოს საქმეს.მან ვენეციელ ბრძენთა საბჭოს შემდეგი სახის მოხსენება გაუგზავნა: “ჯორდანო – გახლავთ ერთ-ერთი ისეთი ყველაზე იშვიათი და ბრწყინვალე გენიოსი,რომლის წარმოდგენაც კი ადამიანის გონებას ძალუძს.იგი დაჯილდოებულია უნიკალური მეხსიერებისა და ცოდნის უნარით,რითაც შექმნა კიდეც შესანიშნავი სწავლებები”.მიუხედავად ამისა,ვენეციამ საბოლოო ჯამში წინააღმდეგობა ვერ გაუწია რომის პაპს და იგი ეტაპირებულ იქნა.
საშინელი წამება და ტყვეობის 8 წელიწადი,ინკვიზიციისათვის სარეკორდო სამართალწარმოების ვადა იყო! რატომ ასე ხანგრძლივი ვადა? იმიტომ,რომ 9 გენერალურმა ინკვიზიტორმა 8 წლის განმავლობაში ვერაფრით მოახერხა გენიალური ჯორდანოსათვის ბრალის დამტკიცება ერესში.მათ შორის ვერც საშინელი წამებით და ვერც ინტელექტუალზმით.მიუხედავად ამისა,დომინიკელი ბერისათვის განაჩენი მაინც გამოტანილი იყო.მან მოსამართლეებს განაჩენის გამოცხადების შემდეგ ასე მიმართა: “თქვენ უფრო დიდი შიშით წარმოთქვით ჩემი განაჩენი,ვიდრე მე მოვისმინე იგი.მე ვკვდები,ჩემი ნება-სურვილით,როგორც წამებული და დარწმუნებული ვარ,რომ ჩემი სული უკანასკნელად სამოთხეში ამოისუნთქავს”. (ავტორი გენია.ჯი)
ჯორდანო ბრუნოს სიკვდილით დასჯის ერთადერთი წერილობითი დოკუმენტი,რომელმაც ჩვენამდე მოაღწია,გახლავთ ვინმე – კასპარ შოპეს წერილი,სადაც იგი მეგობარს წერდა,რომ ჯორდანო სიკვდილს მშვიდად შეეგება.გარდა ამისა.ძალიან საინტერესოა ერთი მეტად მნიშვნელოვანი დეტალიც: როგორც კასპარ შოპე აღნიშნავდა,მსჯავრდებულ ჯორდანოს,როდესაც იგი კოცონზე დასაწვავად აიყვანეს,პირში ჩაჩრილი ჰქონდა ჩვარი,ხოლო სახეზე კი აფარებული ჰქონდა ფართო ნაჭერი,რაც ინკვიზიციის მიერ განხორციელებული დასჯების არც ერთ სხვა შემთხვევაში არ განხორციელებულა.ერთი ვერსიით (რომელიც არც თუ ისე სანდოა),მას პირში იმიტომ ჰქონდა ჩაჩრილი ჩვარი და სახე ახვეული,რომ სასიკვდილოდ განწირულ ჯორდანოს ინკვიზიტორები საჯაროდ არ შეეჩვენებინა და დაეწყევლა; მეორე ვერსიით,არ წარმოეთქვა ისეთი სიტყვები,რომელიც დასჯაზე დამსწრე უამრავი ადამიანის აღშფოთებას გამოიწვევდა და მათ ინკვიზიტორთა წინააღმდეგ განაწყობდა. და არსებობს მესამე ვერსიაც: სახეახვეული მსჯავრდებული განწირულად დაიძახებდა: “მე არა ვარ ჯორდანო ბრუნო!”(ავტორი გენია.ჯი)
P.S. ისტორიკოსთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს,რომ ჯორდანო ბრუნოს გასამართლება და მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა,ვატიკანის “ღირსების” საქმე იყო,რაც სრულად დაიკმაყოფილა კიდეც.თუმცა,ისე რომ საჯაროდ ცნობილი არ გამხდარიყო,სრულიად საიდუმლოდ,ჯორდანო ბრუნო ვატიკანმა გავლენიანი ევროპელი მონარქების თხოვნით სიკვდილით არ დასაჯა,რასაც კასპარ შოპეს მიერ გადმოცემული წერილიც მეტ-ნაკლებად ამყარებს.ფაქტი კი ფაქტად რჩება, 1600 წლის 17 თებერვლის (სავარაუდოდ ჯორდანოს კოცონზე დაწვის დღე) შემდეგ,ჯორდანო ფილიპო ბრუნო არც ერთ ისტორიულ დოკუმენტში,როგორც ცოცხალი არ დაფიქსირებულა… (ავტორი გენია.ჯი)