ოლივერ პლანკეტი
ოლივერ პლანკეტი დაიბადა 1629 წლის 1 ნოემბერს მითის საგრაფოში (ირლანდია),ეკონომიკურად უზრუნველყოფილ და ცნობილ ოჯახში.იგი წარმოადგენდა არმას ირლანდიელ კათოლიკე ეპისკოპოზს და პრიმასს სრულიად ირლანდიისა (კათოლიკური ან ანგლიკანური ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირი).გარდა ამისა იგი დღემდე მიიჩნევა უკანასკნელ ირლანდიელ წამებულად და უკანასკნელ წამებულ-კათოლიკედ,რომელიც სიკვდილით იქნა დასჯილი ინგლისში.1645 წელს გაემგზავრა რომში,სადაც სწავლა დაიწყო ირლანდიურ კოლეჯში.1651 წელს მიიღო ტონზურა (საქოჩრეზე მოპარსული ადგილი) და მცირე წოდებები (სასულიერო საფეხური).1653 წელს ხდება დიაკონი.ოლივერ კრომველის მიერ ირლანდიელ-კათოლიკეთა დევნის პერიოდში,იგი რომში იმყოფებოდა და სამშობლოში მხოლოდ 1670 წელს,მას შემდეგ დაბრუნდა,რაც მათ მიმართ დევნა შეწყდა.დაბრუნებისთანავე კი დააარსა იეზუიტთა კოლეჯი ირლანდიის საპორტო ქალაქ დროედაში. (ავტორი გენია.ჯი) 1673 წელს ოლივერ პლანკეტმა სასტიკი უარი განაცხადა “ფიცის აქტის” მიღებაზე (ინგლისის პარლამენტის მიერ მიღებული ქატი,რომლის მიხედვითაც პირი,რომელსაც ეკავა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი თანამდებობა,ვალდებული იყო “ფიცის აქტი” მიეღო).აღნიშნული ფიცის მიღებაზე უარის განცხადების შემდგომ ოლივერ პლანკეტი დუბლინში იქნა დაკავებული და მას სახელმწიფო სასამართლომ ღალატში დასდო ბრალი.1681 წლის 8 ივნისს ლონდონში შედგა სასამართლო,რომელსაც შემდგომ “პაროდია” უწოდეს,სადაც ამავე წლის 15 ივნისს ოლივერს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.განაჩენი აღსრულებულ იქნა თაიბერნში 1681 წლის 1 ივლისს. (ავტორი გენია.ჯი) მისი სხეული ოთხ საპირისპირო მხარეს მდგომ ცხენზე გამოაბეს და საშინელი წამების შემდეგ ნაწილებად იქნა დაგლეჯილი.1918 წლის 17 მარტს პლანკეტი წამებულად იქნა ცნობილი,ხოლო 1920 წლის 23 მაისს იგი კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხული.იგი უკანასკნელი 7 საუკუნის განმავლობაში პირველი ირლანდიელი გახდა,ვინც წმინდანად შერაცხეს.წამებული წმინდანის თავი დღემდე დაბრძანებულია ირლანდიის ქალაქ დროედას წმინდა პეტრეს სახელობის ტაძარში.
ოლივერ პლანკეტის თავი დროედას წმინდა პეტრეს ტაძარში