ჯორჯო ვაზარი – “მონა ლიზას” შესახებ წერდა…
“ყველას,ვისაც კი სურდა ენახა თუ რა ზომამდე შეიძლება მიბაძოს ხელოვნებამ სინამდვილეს,ეს სურათი საშუალებას აძლევდა,ადვილად დარწმუნებულიყო ამაში; მასზე გამოსახული უმცირესი წვრილმანიც კი ისეთი სიმართლითა და ისეთი სიზუსტით არის გადმოცემული,რომ ამის გაკეთება მხოლოდ უნატიფეს ფერწერას,ურთულეს ტექნიკას ძალუძს.პორტრეტზე გამოსახული ქალის მოციმციმე,წყლიანი თვალები ისე ბრწყინავენ,თითქოს ცოცხალი არსების სახიდან გიყურებენ და არა უსიცოცხლო ნახატიდან; მათ ირგვლივ ოდნავ ჩამუქებული სიწითლე საოცრად ნატურალურია,ისევე როგორც უნაზესი ბუსუსები,დამუშავებული არაჩვეულებრივი ოსტატობით.შეუძლებელია ვინმემ ამაზე მეტი ბუნებრიობით დახატოს წამწამები,ვიდრე ამას ნახატზე ხედავთ.მეტიც,დაკვირვებული თვალი ყელზე ძარღვის ფეთქვასაც კი შეამჩნევს.ჭეშმარიტად შეიძლება ითქვას,რომ ეს ნაწარმოები ისეა დახატული,რომ ნებისმიერ მხატვარს,ვინც არ უნდა იყოს,შიშისა და მღელვარების გრძნობას განაცდევინებს.
მონა ლიზას პორტრეტზე მუშაობის დროს,თავისი მოდელის გასართობად ოსტატი ხშირად ისწრებდა მუსიკოსებს და მასხარებსაც კი,რათა მის ნახატზე გამოსახულ ქალს პორტრეტისათვის დამახასიათებელი უხალისო და სევდიანი გამომეტყველება არ ჰქონოდა; რათა შემდეგ მნახველს ენახა ის ღიმილი,რომელიც უფრო ღვთაებრივსა ჰგავს,ვიდრე ადამიანურს”. (ავტორი გენია.ჯი)