ლეონარდო და ვინჩისა და მიქელანჯელოს ბუონაროტის შესახებ…
უფალმა ჩვენმა – იესო ქრისტემ,სამყარო ისე შექმნა,რომ ყოველ ეპოქას თავისი უდიდესი წარმომადგენლები უბოძა.ასევე იყო XV-XVI საუკუნეების იტალიაშიც.კაცობრიობის წინაშე,სხვა უდიდეს წარმომადგენელთა შორის ერთმანეთის პირისპირ იდგა ორი ყველაზე გამორჩეული და გენიალური იტალიელი ბუმბერაზი - ლეონარდო და ვინჩი (1452-1519 წლები) და მიქელანჯელო ბუონაროტი (1475-1564 წლები)
მიქელანჯელოსა და ლეონარდო დავინჩის მეტოქეობას თუ შეჯიბრებას,მართალია იგი საჯაროდ არ გამოცხადებულა,მაგრამ შეიძლებოდა,ალბათ,ხმების მიცემით ან რაიმე სხვა სახის გამოკითხვით დადგენილიყო,როგორ გაიყო მოქალაქეთა სიმპათიები.მაგრამ მაგისტრატებმა ამისათვის არაფერი მოიმოქმედეს და ჩვენ,ისღა დაგვრჩენია ვივარაუდოთ,რომ ლეონარდოს მძიმე,სულისა და გონების მაფორიაქებელი შეხედულებები ომისა და ადამიანის ბუნების სისასტიკის შესახებ ბევრისათვის იქნებოდა უცხო და მიუღებელი,მიქელანჯელოს მოქალაქეობრივი პათოსი და შემართება კი ბევრს აუჩქროლებდა გულს.მართალია მაგისტრებმა ეს ღონისძიება თავის დროზე წამოიწყეს ოსტატების შეგულიანებისა და მათ შორის მეტოქეობის გაღვივების მიზნით,მაგრამ ახლა უკვე ერთი სული ჰქონდათ,ეს ყველაფერი დროზე მოთავებულიყო,რაც მათ თანხების დაზოგვის საშუალებას მისცემდა.ამიტომაც,როდესაც მიქელანჯელო შეურიგდა პაპს და რომში დაბრუნდა ისე,რომ დარბაზის კედლის მხატვრობა ჯერაც არ ჰქონდა დაწყებული,დიდად არ შეწუხებულან,რადგან მიაჩნდათ,რომ,რაც უფრო დიდია ტალანტი,მით უფრო ძნელია მასთან რაიმეზე შეთანხმება და ვერც წარმოედგინათ კარგად,თუ უკვე კედლის მოხატვაზე მისდგებოდა საქმე.
როდესაც მიქელანჯელო ბუონაროტი თავის დამკვეთებს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებდა იმით,რომ პაპის მოთხოვნით უეცრად მიემგზავრებოდა რომში,მისთვის საყვედურის თქმასაც კი ვერავინ ბედავდა,ეს მაშინაც კი,როდესაც მათ კარგად იცოდნენ,რომ იგი აღარასოდეს უბრუნდებოდა მიტოვებულ სამუშაოს.პირიქით,მათი უმრავლესობა მიქელანჯელოს თანაუგრძნობდა კიდეც.სამაგიეროდ,ლეონარდო და ვინჩის მიერ თუნდაც საპატიო მიზეზით დარღვეული რაიმე ვალდებულება საყოველთაო განსჯის საგნად იქცეოდა ხოლმე და მას,ამის შემდეგ დიდხანს “ივიწყებდნენ”.თუმცა,ზოგჯერ ის თავად იძლეოდა იმის საბაბს,რომ მისი კეთილსინდისიერება არასწორად ყოფილიყო შეფასებული: როდესაც უგულებელყოფ და აბუჩად იგდებ ყოველგვარ ცრურწმენას,ისიც უნდა გახსოვდეს,რომ ადამიანთა უმეტესობა ცრურწმენის ტყვეობაშია.
იყო შემთხვევა,როდესაც ლეონარდოს მიერ ჩამოთვლილმა ავისმომასწავებელმა ნიშნების ერთობლიობამ მისი თანაშემწის გაქცევაც კი გამოიწვია,რომელმაც გაქცევის წინ ჩაიბურტყუნა კიდეც: “ცოცხლებმა,განსხვავებით მკვდრებისგან,ცოტა რამ იციან მომავალზე და მოსალოდნელ საფრთხეებზეო”.
მაშინ,როდესაც ლეონარდოს გაწეული შეკვეთის შესრულებისათვის სპილენძის ფული გაუწოდეს,აღშფოთებულმა მიგო,რომ იგი გროშების ამღები მხატვარი არ იყო.ასევე იყო მიქელანჯელოც… მათი შეუდარებელი ხელოვნების შედარება,მოკლედ რომ ვთქვათ შეუძლებელია,თუმცა,აუცილებლად აღნიშვნის ღირსია ის,რომ მიქელანჯელო ბუონაროტის ბევრად დიდი “ზურგი” ჰქონდა ხელისუფლებიდან,ვიდრე,თავის სტიქიაში ჩართულ გენიალურ ლეონარდოს…
როდესაც შესანიშნავი ადამიანების ცხოვრებას შორიდან უყურებ და ცდილობ მათი რეპუტაციისა და სახელის ისე გააზრებას,როგორც ეს მათ თანამედროვეებს ჰქონდათ წარმოდგენილი,რაც,ცხადი იყო, და შემდგომ დროთა განმავლობაში,გარკვეულ ცვლილებებს განიცდიდა,გიჩნდება კითხვა: რატომ არ შეეძლოთ მათ ერთად შეექმნათ იმაზე მეტი,ვიდრე ცალ-ცალკე ქმნიდნენ? თუმცა ამ დროს კაცობრიობას ავიწყდება,რომ ეს ორი ბუმბერაზი (თუნდაც სიქსტის კაპელის მოხატვის დროს) ერთად მუშაობას ვერ შეძლებდა… და ვერ შეძლებდა იმიტომ,რომ ეს ორი ბუმბერაზები ერთად ვერც ერთ შენობა-ნაგებობაში ვერ დაეტეოდნენ… (ავტორი გენია.ჯი)