რუდოლფ კრისტიან კარლ დიზელი – “ეპიზოდი”
რუდოლფ კრისტიან კარლ დიზელი (1858-1913 წელბი),წარმოადგენდა უდიდეს გერმანელ ინჟინერს და გამომგონებელს,რომელმაც პირველმა შექმნა და დააპატენტა “დიზელის ძრავი” 1892 წლის 23 თებერვალს.1913 წლის 1 იანვარს რუდოლფ დიზელი ბელგიის ქალაქ ანტვერპენიდან ბორანი “დრეზდენით” მიემგზავრებოდა ლონდონში ახალი ქარხნის გასახსნელ ღონისძიებაზე დასასწრებად,სადაც ერთ-ერთი საავტომობილო კომპანია,მის მიერ შექმნილი ძრავის კონსტრუქციის მიხედვით აპირებდა ავტომობილების წარმოებას.აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად მიმავალი,მას შემდეგ რაც თავის კაიუტაში საღამოს შევიდა,იგი გაუჩინარდა და მას შემდეგ არავის უნახია. (ავტორი გენია.ჯი) მხოლოდ რამდენიმე ხნის გასვლის შემდგომ აღმოაჩინეს გერმანელმა მეთევზეება მისი ცხედარი,რომელიც რუდოლფის ვაჟმა მხოლოდ მის ხელზე არსებული ბეჭდის მიხედვით ამოიცნო.არსებობდა ვერსიები,რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა,ასევე არსებობდა ვერსია,რომ იგი მოკლეს.თუმცა დღევანდელ დღემდე “დიზელის ძრავის” გამომგონებლის რუდოლფ კრისტიან კარლ დიზელის ზუსტი გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელია. (ავტორი გენია.ჯი)