არიონ მეტიმნიოსელი
არიონ მეტიმნიოსელი - მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით VII საუკუნის დასასრულსა და VI საუკუნის დასაწყისში.იგი გახლდათ ლეგენდარული ძველბერძენი ლირიკულ პეტი,მომღერალი და დიდებული შემსრულებელი კიფარაზე (ძველბერძნული სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი),რომლის მშობლიურ ქალაქსაც კუნძულ ლესბოსზე მდებარე ქალაქი მეტიმნი წარმოადგენდა.სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული პოეზიაში დითირამბის ჟანრის შემოღება.გარდა პოეზიისა,მან სახელი გაითქვა,როგორც უბადლო მუსიკოსმა.უდიდესი ძველბერძენი ისტორიკოსი და “ისტორიის მამა”-დ წოდებული ჰეროდოტეს ცნობების თანახმად,არიონი საკუთარ განძთან ერთად,რომელიც თავისივე შრომით (მუსიკით) იქნა მოპოვებული,ტერენტადან კორინთოსკენ მიცურავდა გემით.რა დროსაც გემზე მყოფმა მეზღვაურებმა მისი განძის ხელში ჩაგდება მოისურვეს.ამიტომ იგი გემიდან შუა ზღვაში გადააგდეს.თუმცა მისდა საბედნიეროდ არიონი დელფინებმა გადაარჩინეს და ტენარონის კონცხის სანაპირომდე მიაცურეს,რის შემდეგაც იგი მშვიდობიანად დაუბრუნდა კორინთოს. (ავტორი გენია.ჯი) შემთხვევები იმისა,რომ დელფინებს არაერთხელ გადაუჩენიათ ადამიანი,იშვიათობას მართლაც არ წარმოადგენს,თუმცა ლეგენდამ თავისებურად შეალამაზა აღნიშნული ისტორია.კერძოდ,მაშინ როდესაც არიონი გემიდან უნდა გადაეგდოთ ზღვაში,მან მეზღვაურებს სთხოვა,რომ უკანასკნელად მიეცათ შანსი სიმღერისა და მართლაც,როდესაც შანსი მისცეს ემღერა,მან კიფარაზე დაუკრა,რის შემდეგაც ამავე მუსიკალურ საკრავთან ერთად ზღვის ტალღებს მისცა თავი.მითოლოგიის მიხედვით დელფინები არიონის გადასარჩენად თავად აპოლონმა გამოგზავნა (სინათლისა და ხელოვნების ღმერთი ძველბერძნული მითოლოგიის თანახმად).არის ლეგენდის ერთ-ერთი ვერსია,რომლის თანახმადაც დელფინად თავად აპოლონი გადაიქცა და მანვე გადაარჩინა დიდი ხელოვანი – არიონი უეჭველ სიკვდილს.