“1981 წლის ირლანდიელთა შიმშილობა”

“ირლანდიელთა შიმშილობა 1981 წელს” - ინგლისურ ენაზე “1981 Irish hunger strike”გახლდათ კულმინაციური მომენტი ხუთწლოვანი პროტესტისა ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტის დროს,რომელიც დაიწყო 1976 წელს,მაშინ როდესაც დიდმა ბრიტანეთის მთავრობამ საბოლოოდ განაცხადა უარი მიენიჭებინა აღნიშნული კონფლიქტის მიმდინარეობისას დაკავებულთათვის Special Category Status-ი.1981 წლის დიდი შიმშილობის დაწყებამდე,დაკავებულებმა არაერთხელ ჩაატარეს შიმშილობის აქცია,რა დროსაც ისინი ითხოვდნენ პოლიტიკური პატიმრების სტატუსს.1981 წლის 1 მარტს დიდი ბრიტანეთის მთავრობისაგან საბოლოო უარის მიღების წლითვათან დაკავშირებით “მეიზის ციხეში” (ჩრდილოეთ ირლანდია),ირლანდიის რესპუბლიკური არმიის (ირა) წევრმა ბობი სანდსმა დაიწყო შიმშილობა. (ავტორი გენია.ჯი) 15 მარტს შიმშილობის აქციას შეუერთდა კიდევ ერთი,22 მარტს ორი მსჯავრდებული და მათ წამოაყენეს ხუთპუნქტიანი მოთხოვნა:

1. უფლება,რომ არ ატარონ სპეციალური ციხის უნიფორმა.

2. უფლება იმისა,რომ არ გააკეთონ ციხის ფიზიკური სამუსაოები.

3. უფლება იმისა,რომ ჰქონდეთ კონტაქტი სხვა მსჯავრდებულებთან და მონაწილეობა მიეღოთ რიგ საგანმანათლებლო და გასართობ ღონისძიებებში.

4. უფლება იმისა,რომ ყოველ კვირაში ერთხელ ჰქონოდათ უფლება პაემნის,წერილის გაგზავნის და ამანათის მიღებისა.

5. სრული უფლების მიღება შეწყალებისა.

1981 წლის აპრილში გულის შეტევით გარდაიცვალა ფრენკ მაგუაიერი,რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა პარლამენტის წევრს ირლანდიელტა რესპუბლიკის რაიონებიდან.26 მარტს ბობი სანდსმა საკუთარი კანდიდატურა წარადგინა ადგილობრივ არჩევნებზე და 30 492 ხმით გაიმარჯვა კიდეც და პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრად იქცა.ამის შემდგომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ აკრძალა არჩევნებში კენჭი ეყარა ისეთ მსჯავრდებულებს,რომელთაც ერთ წელზე მეტი ჰქონდათ მისჯილი. (ავტორი გენია.ჯი) პატიმრების მოთხოვნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის მიერ არ იქნა მიღებული,რის შედეგადაც დაწყებული შიმშილობა ფატალური შედეგით დასრულდა.აღნიშნულ აქტს 10 ირლანდიელის სიცოცხლე ემსხვერპლა. 5 მაისს,66 დღიანი შიმშილობის შედეგად გარდაიცვალა ბობი სანდსი,ციხის ჰოსპიტალში.ამ ცნობის გავრცელებამ ჩრდილოეთ ირლანდიაში დიდი მღელვარება გამოიწვია,რასაც ბელფასტში გამართული დემონსტრაციის დროს კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა. 7 მაისს ბობი სანდსის დაკრძალვას 100 000 ჩრდილოეთ ირლანდიელი დაესწრო. 1981 წლის 3 ოქტომბერს,მაშინ როდესაც კიდევ 6 ადამიანი შიმშილობდა,შიმშილობა შეწყდა.აღნიშნულმა მოვლენებმა კი ირლანდიელი ნაციონალისტების პოლიტიკის რადიკალიზაცია გამოიწვია და ხელისუფლებაში მოვიდა მემარჯვენე-ნაციონალისტური პარტია – “შინ ფეინი”.

“1981 წლის ირლანდიელთა შიმშილობას” სულ ათი ადამიანი შეეწირა,მათ შორის:

1. ბობი სანდსი

2. ფრენსის ჰიუზი.

3. რეიმონდ მაკრიჩი.

4. პეტსი ო’ჰარა.

5. ჯო მაკდონელი.

6.მარტინ ჰარსონი.

7. კევინ ლინჩი.

8. კირან დოჰერტი.

9. ტომას მაკელვი.

10. მაიკლ დევაინი.

გარდაცვლილ ჩრდილო ირლანდიელები ერმა “გმირებად” შერაცხა და დიდი პატივით დაკრძალა.მათი სახელები დღესაც უდიდეს სიმბოლოს წარმოადგენს ჩრდილო-ირლანდიელი ხალხისათვის. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მოვლენების მიხედვით კი არა ერთი ფილმი იქნა გადაღებული,მათ შორის 2008 წელს სტივ მაკუინის მიერ გადაღებული ცნობილი მხატვრული ფილმი – “შიმშილი”.





“მეიზის ციხე”